ქართველი მოდელი მსოფლიოს ულამაზესთა სიაშია

23 თებერვალი, 2015

modeli56789“სილამაზე მრავალფეროვანია და მეც ვმოგზაურობ მთელ მსოფლიოში, რომ ყველა ქვეყნის სილამაზე შევიგრძნო”, – ამბობს ფოტოგრაფი მიქაელა ნოროკი. მას შემდეგ, რაც მისმა პროექტმა ორი წლის წინ ნორვეგიაში დიდი წარმატება მოიპოვა, ფოტოგრაფმა გადაწყვიტა, მთელ მსოფლიოში ემოგზაურა და ყველა ქვეყანაში ულამაზესი ქალების ფოტოები გადაეღო.

“სილამაზის ატლასი,” – ასე უწოდა თავის პროექტს მიქაელა ნოროკმა:

“სილამაზისთვის სულაც არ არის მთავარი კოსმეტიკა, ბევრი ფული, ეროვნება და სოციალური სტატუსი, სილამაზე ყველგანაა, მთავარია ის დაინახო,” – ამბობს ფოტოხელოვანი.

ამ დროისთვის მიქაელა ნოროკმა მსოფლიოს 37 ქვეყანა მოიარა და ლამაზი ქალბატონები გადაიღო. ამაზონის, კოლუმბიის, რუმინეთის, ტიბეტის, ლატვიის, ამერიკის, ეთიოპიის, კუბის, ჩილეს, ახალი ზელანდიის, ბალტისპირეთის, ეკვადორის, პერუს, ინდონეზიის, ავსტრალიის, ბრაზილიის, ინგლისის და ირანის გარდა, მის ფოტოობიექტივში საქართველოც მოხვდა.

36 ქვეყნის ლამაზმანთან ერთად “სილამაზის ატლასაში” მოხვდა ქართველი მოდელი თეკლა ჩიჯავაძე, რომელიც სამოდელო სააგენტო “ჯეომოდელსის” მოდელია.

გააზიარეთ

 
...