როდის განახლდება ’’ჩემი ცოლის დაქალები’’?

4 თებერვალი, 2015

DAQALEBI7ქართული სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” სულ მალე მეშვიდე სეზონს დაიწყებს. როგორც სერიალის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი იუწყება, მაყურებელი ძალიან აქტიურობს, ამიტომაც შემოქმედებითი გუნდი არ დაარღვევს პირობას და ახალ სეზონს დაპირებისამებრ თებერვალში განაახლებს:

“გადაღებები მიდის ჩვეულ რეჟიმში. ჩვენ უამრავი შეტყობინება მოდის ყოველდღე ამ გვერდზე და უფრო მეტი ინბოქსში, ყველას ერთი შეკითხვა აქვს: როდის დაიწყება ჩემი ცოლის დაქალების მეშვიდე სეზონი?

მალე! როგორც დაგპირდით, დაიწყება თებერვალში! ზუსტ თარიღს ჯერ ისევ ვერ გაგიმხელთ, მთავარია, რომ მაყურებლებიც, მსახიობებიც და სერიალზე მომუშავე გუნდიც, ყველა ერთნაირად სულმოუთქმელად ველოდებით ახალი, უმაგრესი სეზონის დაწყებას!”

გააზიარეთ

 
...