რისი ეშინოდათ ცნობილ ადამიანებს?

21 თებერვალი, 2015

fobia123ყველა ადამიანს მთელი ცხოვრება რაღაცის შიში აქვს, გამონაკლისი არც ცნობილი ადამიანები არიან.

„არტინფო“ წარმოგიდგენთ რამდენიმე ცნობილ ადამიანს, რომლებსაც შიშები მთელი ცხოვრების განმავლობაში აწუხებდათ.

მსოფლიოში ცნობილ მხატვარს სალვადორ დალის პანიკურად ეშინოდა კალიების. „უფსკრულის პირას რომ ვმდგარიყავი და კალია სახეზე შემომხტომოდა, უმალ გადაჩეხვას ვისურვებდი, ვიდრე კალიის შეხებას ჩემს სახეზე. ეს უსაზიზღრესი მწერია, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში მითვალთვალებს და ჭკუიდან მშლის,“ – წერდა მხატვარი.

მწერებისადმი შიში განსაკუთრებით გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. ყველაზე მეტად ადამიანებს ობობის ეშინიათ. გამონაკლისი არც ცნობილი მსახიობები ბრედ პიტი, ტომ კრუზი და სკარლეტ იოჰანსონი არიან. გაგიკვირდებათ და ობობების პანიკურად ეშინია მსახიობ ტობი მაგუაიერსაც, რომელიც ფილმში „ადამიანი ობობა“ მთავარ როლს ასრულებს.

ცნობილ მწერალს ნიკოლოზ გოგოლს სულ ეშინოდა, რომ მას ცოცხლად დამარხავნენ და ამის რეალური საფუძველიც ჰქონდა. ბავშვობაში მწერალს მალარია შეეყარა და ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ახსენებდა თავს. გოგოლი ხშირად კარგავდა გონებას ან ღრმა ძილით იძინებდა. მწერალს სულ ეშინოდა, რომ ერთ-ერთი ღრმა ძილის დროს მას მკვდრად ჩათვლინენ და დაასაფლავებნენ. სიხცოცხლის ბოლო წლბში იმდენად აიტანა ამ შიშმა, რომ დასაძინებლად საწოლში საერთოდ აღარ წვებოდა და სკამზე მჯდომს ეძინა.

ცოცხლად დამარხვის ეშინოდა ამერიკის პირველ პრეზიდენტს ჯორჯ ვაშინგტონსაც. ის გამუდმებით სთხოვდა თავის ახლობლებს, რომ გარდაცვალებიდან სულ ცოტა ორი დღის შემდეგ დაესაფლავებინათ.

ვლადიმერ მაიაკოვსკის მთელი ცხოვრება ეშინოდა რაიმე ინფექციით არ დაინფიცირებულიყო, ამიტომ ის არასოდეს ეკარებოდა კარის სახელურს ხელთათმანების გარეშე.Mსადაც არ უნდა წასულიყო, ყოველთვის თან დაჰქონდა სასაპნე, იოდი და რამდენიმე სუფთა ნაჭერი.

ინფექციების პანიკური შიში ჰქონდა პოპ მუსიკის მეფეს მაიკლ ჯექსონსაც.
ამავე ფობიით იტანჯებოდა ადოლფ ჰიტლერიც. ფიურერი დღეში რამდენჯერმე იღებდა აბაზანას და ისტერიკა ემართებოდა გაციებული ადამიანების დანახვაზე.

საშინელებათა მეფედ აღიარებულ სტივენ კინგს ძალიან ეშინია თვითმფრინავით ფრენის, შავი კატების და რიცხვის 13. როცა ის ახალ ნაწარმოებზე მუშაობს, არასოდეს ჩერდება მე-13 გვერდზე. სტივენ კინგს სიბნელის შიშიც აქვს, მწერალი ვერაფრით იძინებს თუ მის ოთახში შუქი არ ანთია.

ზიგმუნდ ფროიდს ადამიანებისთვის თვალებში ყურების ეშინოდა, ამიტომაც მოიგონა პაციენტებთან მუშაობის თავისი “საფირმო” მეთოდი: როცა ავადმყოფი წევს საწოლზე, ექიმი კი მის უკან ზის. ფსიქოანალიზის მამას ეშინოდა ციფრის 62. ამიტომ ის არასოდეს ჩერდებოდა ისეთ სასტუმროში, რომელსაც 61-ზე მეტი ნომერი ჰქონდა. ფროიდს ეშინოდა, რომ შემთხვევით მას “უბედურ ნომერში” დააბინავებდნენ. პირისპირ საუბრის და რიცხვი 62-ის გარდა, ფროიდს იარაღის და გვიმრისაც ეშინოდა.

ნაპოლეონ ბონაპარტს თეთრი ცხენების ეშინოდა. ნახატები, სადაც იმპერატორი თეთრ ცხენზე ზის, მხოლოდ ავტორის ფანტაზიაა. ის არც თუ ისე კარგი მხედარი იყო. ერთხელ გადაწყვიტა, ეტლი თავად ემართა და კინაღამ საკუთარი ცოლ შვილი შეიწირა, რომლებიც ეტლში ისხდნენ. მან ვერ შეძლო ცხენების დამორჩილება და ეტლი ერთ-ერთ შენობას დაეჯახა. ნაპოლეონს კატებისაც ეშინოდა. ამბობენ, რომ მას ბავშვობაში მოულოდნელად შეახტა კატა და მას შემდეგ ამ ცხოველის მიმართ იმპერატორს შიში დასჩემდა.

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, საშინელებათა ჟანრის აღიარებულ რეჟისორს ალფრედ ჰიჩკოკს კვერცხის ეშინოდა. მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში მას არასოდეს გაუსინჯავს კვერცხი, ის კი არადა, ოვალური ფორმის ნივთებს, რომლებიც კვერცხს გავდნენ, ჰიჩკოკი პანიკამდე მიყავდა.

ვუდი ალენს იმდენი რამის ეშინია, რომ შიშობს, საკუთარი ფობიების ჩამონათვალი კიდევ უფრო არ გაზარდოს. მას არაერთი რამის მიმართ აქვს შიში. ცნობილ რეჟისორს ეშინია სიმაღლის, მიკრობების, მზის სინათლის, ირმების… ვუდი ალენს ფობიების საკმაოდ დიდი ჩამონათვალი აქვს.

ონორე დე ბალზაკს ყველაზე მეტად დაქორწინების ეშინოდა. წლების გნმავლობაში მას გათხოვილი ქალი გრაფინია ეველინა განსკაია უყვარა. მოხდა ისე, რომ 10 წლის შემდეგ, რაც შეყვარებულები ერთმანეთს შეხვდნენ, ეველინა დაქვრივდა. ბალზაკი 8 წლის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა საყვარელ ქალს ქორწინებასთან დაკავშირებით, მაგრამ ის ჯიუტად მოითხოვდა ქორწინებას. შიშისგან მწერალი დაავადდა და საცოლეს მისწერა: „ჩემი ჯანმრთელობა ისეთ მგომარეობაშია, მალე სასაფლაომდე მიმაცილებთ, ნუთუ მოასწრებთ მოირგოთ და გაითავისოთ ჩემი გვარი?“ ასეთი წერილის მიუხედავად, ქორწილი მაინც შედგა. ონორე დე ბალზაკი პატარძალთან ეტლით მიიყვანეს, რადგან თვითონ სიარული არ შეეძლო. ქორწინებიან 5 თვის შემდეგ კი ბალზაკი მართლაც გარდაიცვალა.

პოეტ სერგეი ესენინს მთელი ცხოვრება ეშინოდა სიფილისით დაავადების. მისი მეგობარი იხსენებდა: „თუკი ცხვირზე პაწაწინა მუწუკი გაუჩნდებოდა, შიშინებული სარკიდან სარკესთან დარბოდა. ერთხელ ბიბლიოთეკაშიც კი წავიდა, რომ ამ დაავადებაზე უფრო დაწვრილებით მოეძიებინა ინფორმაცია.“

გააზიარეთ

 
...