მხატვრების შედევრების მარტივად ამოცნობის წესი

11 თებერვალი, 2015

mxatvrebi76767676767676მსოფლიოში ცნობილი მხატვრების შედევრებს უამრავი დამთვალიერებელი მოჰყავს აღტაცებაში. იმისათვის, რომ გაარჩიოთ მიქელანჯელოს, ტიციანის, რუბენსის თუ სხვა ცნობილი მხატვრების ნამუშევრები, სულაც არ არის საჭირო იყოთ ხელოვნებათცოდნე.

“არტინფო” გასწავლით მარტივ და ეშმაკურ ხერხებს, როგორ ამოიცნოთ მსოფლიო მხატვრების ფერწერული ნამუშევრები ერთი შეხედვით:

1. თუ ნახატზე მუქი ფონია და ადამიანების სახეებზე ტანჯვაა აღბეჭდილი, თქვენ ტიციანის შემოქმედებას ეცნობით.

2. თუ ნახატზე მსუქანი და ცელულიტიანი ადამიანებია გამოსახული, ეჭვი არ შეგეპაროთ, ეს რუბენსია.

3. თუ ნახატზე მამაკაცები თმახუჭუჭა ქალებს ჰგვანან, ეს კარავაჯოა.

4. თუ ნახატზე ბევრი პატარა ადამიანია, ეს ბრეიგელია.

5. თუ ნახატზე ბევრი პატარა ადამიანი და ბევრი პატარა დეტალია, ეს ბოსხია.

6. თუ ნახატზე ძალიან მარტივად არის შესაძლებელი ორი მსუქანი ამურის და ბატკანის მიხატვა (ან ისინი უკვე დახატულია სხვადასხვა ადგილას) და არ აფუჭებენ კომპოზიციას, ეს ან ბუშეს ან ვატოს ნამუშევრებია.

7. თუ ნახატზე დაკუნთული, ლამაზი და შიშველი სხეულებია, ეს მიქელანჯელოა.

8. თუ ნახატზე ბარელინაა, არც კი დაფიქრდეთ, ეს დეგაა.

9. თუ ნახატზე ადამიანებს მკვეთრი, კონტრასტული და წვერით დაფარული სახე აქვთ, ეს ელ გრეკოა.

10. თუ ნახატზე ყველა, მათ შორის ქალებიც კი პუტინს ჰგვანან, ეს იან ვან ეიკია.

11. თუ ნახატი ნათელზე ნათელი და ფერადზე ფერადია, ეჭვიც არ შეგეპაროთ, ეს ვან გოგია.

გააზიარეთ

 
...