ლადო ბურდული რჩეულებს დააჯილდოვებს

22 თებერვალი, 2015

Lado+Burduli+burduli123მუსიკოსი ლადო ბურდული 24 თებერვალს რჩეულებს დააჯილდოვებს. მისი ინციატივით უკვე მესამედ ტარდება კავკასიური მუსიკის დაჯილდოების ცერემონიალი “ფენიქსი” და მასზე 6 ნომინაციაა დაწესებული.

როკ ფესტივალები მუსიკოსმა “ფენიქსით” ჩაანაცვლა და მასში მონაწილეობა კავკასიის რეგიონში მოღვაწე ნებისმიერ მუსიკოსს შეუძლია. დაინტერესება დიდია, უცხოელი ჟურნალისტები აქტიურად წერენ “ფენიბსის შესახებ და გამარჯვებულების გამოვლენასაც ელოდებიან.

“ფენიქსში” მონაწილეების ნამუშევრები ინტერნეტშია ატვირთული და მათგან გამარჯვებულის გამოვლენა რიგით მსმენელებს ხმის მიცემის საშუალებით შეუძლიათ. ორგანიზატორები მსმენელს აძლევენ შანსს, სამი საუკეთესო გამოავლინონ, სამ ნომიანციაში გამარჯვებულს კი კომპეტენტური ჟიური შეარჩევს.

გააზიარეთ

 
...