თოჯინების თეატრი ქველმოქმედებაში ერთვება

15 თებერვალი, 2015

tojinebi2თოჯინების თეატრი, რომელიც თავადაც მძიმე პრობლემის წინაშე დგას, ქველმოქმედებაში ერთვება. თეატრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, 22 თებერვალს სპეციალურად გაითამაშდება სპექტაკლი “სამი გოჭი” 5 წლის ანდრია ადაძის დასახმარებლად. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა კი მთლიანად ანდრიას ანგარიშზე გადაირიცხება.

ანდრია 2 თვეა მწვავე ლიმფო პლასტიურ ლეიკემიას ებრძვის. ამჟამად იგი იაშვილის კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს. მის გადასარჩენად საჭიროა 80.000 ევრო.

“იყავით ჩვენს გვერდით, გავერთიანდეთ და ჩვენი, მცირედი წვლილი შევიტანოთ პატარა სიცოცხლის გადარჩენაში,” – მოუწოდებენ თეატრის წარმომადგენლები საზოგადოებას და სპექტაკლზე დასწრებისკენ მოუწოდებენ.

ანდრიას დასახმარებლად გამართულ სპექტაკლზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 ლარია. “სამი გოჭი” მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრში “მუზა” გაიმართება.