თბილისში ჯაზსერიები იწყება

15 თებერვალი, 2015

jazz3315 თებერვლიდან “ისტერნ პრომოუშენსი” ტრადიციულ ჯაზსერიებს იწყებს. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ეს კონცერტები თბილისის ჯაზფესტივალსა და ბათუმის ჯაზფესტივალებს შორის იმართება.

ჯაზსერიის პირველ კონცერტზე მსმენელისთვის დაუკრავს საქსოფონისტი კენი გარეტი და მისი ბენდი. ის საქართველოში მეორედ ჩამოვა.

ჯაზსერიების მეორე კონცერტი 20 მარტს გაიმართება და მსმენელისთვის მესაყვირე უოლას რუნი დაუკრავს. მასთან ერთად თბილისში დრამერი ლენი უაითი, ბასისტი ბასტერ უილიამსი და პიანისტი ვიქტორ გულდი ჩამოვლენ.

მესამე კონცერტი 18 აპრილს გაიმართება. მისი სტუმარია „გრემის“ ნომინანტი პიანისტი ჯეფ ლორბერი და მისი ბენდი. ორგანიზატორთა თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კონცერტი იქნება.

წლევანდელი ჯაზსერიები 21 მაისს დასრულდება. ბოლო კონცერტის სტუმრები სამი „გრემის“ მფლობელი ბასისტი კრისტიან მაკბრაიდი და მისი ტრიო იქნებიან.

ჯაზსერიის თითო კონცერტის ბილეთი 70 ლარი ღირს, სრული აბონემენტი კი 220 ლარი ჯდება, რომლის შეძენის შემთხვევაშიც მსმენელი რონ კარტერის კონცერტის ბილეთის მფლობელიც ავტომატურად გახდება.