4 თებერვალი, 2015

წიგნები, რომელთა არწაკითხვა სირცხვილია

wignebi6დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება, ჩნდება ახალი შესაძლებლობები, ახალი პერსპექტივები და ახალი სურვილები.

მაგრამ არსებობს რაღაც, რასაც ვერაფერი შეცვლის, რადგან ის მუდმივია. სწორედ ასეთი რაღაცეები განსაზღვრავს ადამიანის მსოფლმხედველობის ფორმირებას, ავითარებს მშვენიერების შეგრძნებას, ასწავლის მსოფლიოს კეთილისა და ბოროტის გარჩევას.

არსებობს დაუვიწყარი ნაწარმოებები, რომლთა წაკითხვის სურვილიც ადამიანებს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ასაკში უჩნდებათ. თუ ეს წიგნები ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ, გირჩევთ აღარ გადადოთ, რადგან გავა საუკუნეები და ისინი ისევ აქტუალურები იქნებიან.

1. ანტუან დე სენტ ეგზიუპერის “პატარა უფლისწული”. ეს არის ნაწარმოები, რომელიც არასოდეს დაკარგავს აქტუალობას. ის განკუთვნილია როგორც პატარებისთვის, ასევე დიდებისთვის და გვასწავლის, რომ ბედნიერება წვრილმანებშია.

2. ერნესტ ჰემინგუეის “ვისთვისაც რეკავს ზარი”. ეს რომანი მის შემოქმედებაში ერთ-ერთ საუკეთესოდ არის მიჩნეული. ავტორი გვასწავლის ადამიანური ცხოვრების ფასეულობებს, ადამიანის ლტოლვას სიყვარულისკენ, სიცოცხლისკენ, ცხოვრებისკენ, სამშობლოსთვის თავდადებისკენ. მასში აღწერილია ამერიკელის სამდღიანი ისტორია ესპანეთში სამოქალაქო ომის დროს.

3. ჯერომ ჯერომის “სამნი ნავში”. ნაწარმოები სამ ინგლისელზეა, რომლებიც მდინარე ტემზაზე მოგზაურობენ. ამ წიგნის კითხვისას დაუჯერებელი თავგადასავლების მონაწილე გახდებით და უცნაურ სიტუაციებშიც აღმოჩნდებით. თუ როგორ გამოძვრეთ ამ სიტუაციებიდან, ეს სამი ჯენლტმენი გასწავლით. ნაწარმოების მთელი ხიბლი კი იმაშია, რომ მასში მრავლადაა ორიგინალური იუმორი და არაჩვეულებრივი კომიკური სიტუაციები.

4. ლევ ტოლსტოის “ომი და მშვიდობა”. რუსული კლასიკის მარგალიტად აღიარებული რომანი დღემდე არ კარგავს პოპულარობას, მიუხედავად იმისა, რომ გადის წლები, იცვლებიან თაობები და ადამიანთა გემოვნებაც. ოჯახური ცხოვრების სურათებს ომის ეპიზოდები ცვლიან. ეს წიგნი არის სიყვარულსა და სიძულვილზე, სიცოცხლესა და სიყვარულზე, ომსა და მშვიდობაზე. მასში განხილულია ის საკითხები, რასაც ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ცხოვრებაში შეეჯახოს.

5. გუსტავ ფლობერის “მადამ ბოვარი”. ეს რომანი უკვე კარგა ხანია მკითხველში დისკუსიებს იწვევს. ერთი შეხედვით, რომანის სიუჟეტი საკმაოდ მარტივია. ავტორი აღწერს ჩვეულებრივ პროვირნციულ ცხოვრებას. ნაწარმოებში არ არიან არც დადებითი და არც უარყოფითი გმირები. რომანის მთავარი გმირი ექიმის ცოლია, რომელიც ლამაზ ცხოვრებასა და სიყვარულზე ოცნებობს. მაგრამ თუ ყურადღებით წაიკითხავთ, ნაწარმოების ამ მარტივ ტექსტში საკმაოდ ღრმა ქვეტექსტებს აღმოაჩენთ.

6. ჯეიმს კუპერის “უკანასკნელი მოჰიკანი”. ისევე როგორც ამ ნაწარმოებში, ავტორის სხვა წიგნებშიც აღწერილია ინდიელების ბრძოლა საკუთარი მიწების დასაცავად. თუ გსურთ მრავალფეროვანი თავგადასავლების და ამავე დროს საშინელი მოვლენების მონაწილე გახდეთ, მაშინ ეს წიგნი თქვენთვისაა.