22 თებერვალი, 2015

’’მანდარინები’’ გამარჯვებულია

man567ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელი ნანა ჯანელიძე აცხადებს, რომ ზაზა ურუშაძის “მანდარინები” გამარჯვებულია. ქართულ-ესტონური ფილმი, რომელიც ოსკარზეა წარდგენილი ნომინაციაში საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი, ხუთეულშია მოხვედრილი:

“ის, რომ ზაზა ურუშაძის “მანდარინები” ხუთეულშია მოხვედრილი და ოსკარის ნომინანტია, უკვე ფილმის და შემოქმედებითი ჯგუფის დიდი გამარჯვებაა. ზაზა ურუშაძის ფილმმა 25-მდე საერთაშორისო ჯილდო და პრიზი მიიღო, ოსკარებამდე რამდენიმე დღის წინ კი საერთაშორისო პრესის აკადემიის პრიზი გადაეცა. წლევანდელი ოსკარი საქართველოსთვის საკმაოდ წარმატებული იყო. ორი ქართული ფილმი “სიმინდის კუნძული” და “მანდარინები” ოსკარის უცხოენოვანი ფილმების კატეოგრიაში მოხვდა და ორივემ მოახერხა 83 ფილმიდან მოკლე ნუსხაში, საუკეთესო 9 ფილმში მოხვედრა.”

“მანდარინები” ქართულ-ესტონური კოპროდუქციაა და ის ოსკარზე ესტონეთმა წარადგინა. საქართველოდან კი ოსკარზე პირველად ნანა ჯორჯაძის ფილმი “შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი” იყო წარდგენილი.