25 იანვარი, 2015

’’მანდარინები’’ ლიდერია

man3ზაზა ურუშაძის ფილმი “მანდარინები”, რომელიც ესტონეთის მიერ ოსკარზეა წარდგენილი, გამოკითხვების ლიდერია. კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა IMDb ვებ-გვერდზე ოსკარზე ნომინირებული უცხოენოვანი ფილმების შესახებ გამოკითხვას ატარებს.

ვებ გვერდის შეკითხვაზე: თქვენი აზრით, რომელი ფილმი მიიღებს ოსკარს საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში, ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ ლიდერობს.

გამოკითხვაში მეორე ადგილზეა რუსეთის მიერ წარდგენილი ფილმი „ლევიათანი“, რომელმაც ოქროს გლობუსი დაიმსახურა, მესამე ადგილზეა პოლონეთის მიერ წარდგენილი ფილმი „იდა“, მეოთხე ადგილს იკავებს არგენტინის მიერ წარდგენილი “ვაილდ თეილს”, ხოლო ხუთეულში ბოლო მეხუთე ადგილი მავრიკიის მიერ წარდგენილ ფილმს „ტიმბუკტუ“ უკავია.

სამწუხაროდ, ეს გამოკითხვა არანაირ გავლენას არ მოახდენს ოსკარის ნომინაციაში წარდგენილ უცხოენოვან ფილმთა რეიტინგზე და გამარჯვებულის გამოვლენაზე. ოსკარის 87-ე დაჯილდოების ცერემონია 22 თებერვალს დოლბის თეატრში გაიმართება. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში წადგენილი ფილმებიდან გამარჯვებულიც ამ დღეს დასახელდება.