24 იანვარი, 2015

10 ფილმი, რომელიც ინგლისურის სწავლაში დაგეხმარებათ

10-filmi3ინგლისურის შესასწავლად ადამიანები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ – დადიან რეპეტიტორთან, იყენებენ ლექსიკონებს, ინტერნეტს, უყურებენ ფილმებს.

“არტ ინფო” გთავაზობთ იმ 10 ფილმს, რომელიც ინგლისურის ადვილად შესწავლაში დაგეხმარებათ:

1. Forrest Gump (ფორესტ გამპი) – ამ ფილმში მონაწილე მსახიობი ტომ ჰენკსი ისე ნელა და გამოკვეთილად საუბრობს, რომ ინგლისურის შესწავლის დამწყებიც კი ადვილად გაარჩევს დიალოგებს. გარდა ამისა, ფილმის ნაწილებად ყურებაც შესაძლებელია. მიუხედავად ფილმის “დაჩეხვისა”, მის მიმართ ინტერესს არ დაკარგავთ, რაც ძალიან ორიგინალურია.

2. Pulp Fiction (მაკულატურა) – ამ ფილმის პერსონაჟები არაჩვეულებრივი ბანდიტები არიან, ისინი თავისებურად მეტყველებენ, მაგრამ საკმაოდ გასაგებად. ვისაც ეს ფილმი თარგმანში აქვს ნანახი და ახლა ორიგინალში ნახვას გადაწყვეტს, ბევრ სიახლეს აღმოაჩენს კვენტინ ტარანტინოს გენიალურ ნამუშევარში.

3. The Lake House (სახლი ტბასთან) – ფილმი შედგება წერილებისგან, რომლებიც რომანტიკული ინგლისურით არის დაწერილი. ეს ფილმი იმ ადამიანებს გამოაგდებათ, ვისაც სურს თავისი გრძნობები რომანტიკულად აღწერონ. ფილმში ასახულია საოცარი ისტორია ნამდვილი სიყვარულის შესახებ და გულგრილს არასოდეს ტოვებს მაყურებელს, მერამდენედაც არ უნდა უყურებდეს ფილმს.

4. Beauty and the Beast (მზეთუნახავი და ურჩხული) – ეს ანიმაციური ფილმი საუკეთესო ვარიანტია პატარებისთვის და ასევე იმათთვის, ვისი ინგლისური ენის ცოდნაც საშუალო საფეხურზე დაბალია. მარტივი, გასაგები სიტყვები და წინადადებები საკმაოდ გასაგებად არის წარმოთქმული. დისნეის ეს მულტფილმი ნებისმიერ მსურველს უმარტივესად შეასწავლის ინგლისურ ენას.

5. Coffee and Cigarettes (ყავა და სიგარეტი) – ეს ლეგენდარული ფილმი სავსეა დიალოგებით. თუ სურვილი გაქვთ თქვენი ინგლისურის ცოდნა შეავსოთ სრულყოლფილ საფეხურამდე, თანაც უპრობლემოდ ისაუბროთ ინტელექტუალურ თემებზე, ეს ფილმი სწორედ თქვენთვის არის. მისი ნახვა ნაწილ-ნაწილაც არის შესაძლებელი, რადგან ფილმში რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმია გაერთიანებული.

6. Jerry Maguire (ჯერი მაგუაიერი) – თუ თქვენი სურვილია ისწავლოთ ფიქრი და ლაპრარაკი ინგლისურ ენაზე, მაშინ ეს ფილმი ამისთვის ზედგამოჭრილია. მთავარი გმირი გასწავლით როგორც ჩამოაყალიბოთ უშეცდომოდ და გამართულად თქვენი აზრები. თუ როგორ მეტყველებთ და რას აკეთებთ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თქვენს ცხოვრებაში, ამიტომაც ეს ფილმი ამ ყველაფერს სრულყოფილად შეგასწავლით.

7. House, M.D. (ექიმი ჰაუსი) – ეს ფილმი უკვე იმათთვის არის, ვინც ინგლისურად სამედიცინო ტერმინოლოგიის შესწავლით არის დაინტერესებული. სერიალს ექიმი ჰაუსის შესახებ კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს – ის იუმორით საკმაოდ არის გაჯერებული. მასში იმდენი სხარტი გამოქთმა და კლასიკური იუმორია ჩადებული, რომ მისი ნახვის შემდეგ თქვენ შეძლებთ თავისუფლად იხუმროთ ინგლისურ ენაზე.

8. The Iron Lady (რკინის ლედი) – ამ ფილმში ინგლისური ენა საკმარისზე მეტად გასაგებია ბრიტანული ინგლისურის წყალობით. აკადემიურად გამართულ საუბარი გასაგები იქნება დამწყებებისთვისაც. შეუდარებელი მერილ სტრიპი კი გაჩვენებთ, როგორ იქცევიან ჭეშმარიტი ინგლისელი ქალები.

9. Bridget Jones’s Diary (ბრიჯიტ ჯონსის დღიური) – კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ფილმი ინგლისურის შესასწავლად ყველაზე მრავალფეროვანი მიმართულებებით. ეს არის ქალის ისტორია, რომელმაც გადაწყვიტა 32 წლის ასაკში შეცვალოს თავისი ცხოვრება. ფილმი ძალიან საინტერესოა, მსახიობ რენე ზელვეგერის მეტყველება კი – იდეალური.

10. Shrek (შრეკი) – არაჩვეულებრივი მულტფილმი მხიარული სიმღერებით მისწრებაა ინგლისური ენის შესასწავლად. ამ ანიმაციის დახმარებით ინგლისურს დაეუფლებიან არა მარტო პატარები, არამედ უფროსი ასაკის მაყურებლებიც. ყველა რეპლიკა გასაგებია, მსახიობებიც ზუსტად მეტყველებენ. ინგლისური ენის შესწავლასთან ერთად, სხვა თუ არაფერი, ეს არის მულტფილმი, რომელიც დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.