9 იანვარი, 2015

რა ზიანი მოაქვთ ყურსასმენებს?

yursasmenebi1დღეს კაცობრიობის უმეტესობა ყურსასმენებით სარგებლობს და არც კი ფიქრობს იმ ზიანზე, რომლის მოტანაც მისმა ხშირმა ხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს.

პირველი ყურსასმენები 1899 წელს გამოიგონეს და მას “თავის ტელეფონი” უწოდეს. 100 წლის შემდეგაც კი მისი ფუნქცია პრაქტიკულად არ შეცვლილა.

იაპონიის ფსიქოლოგიური მეცნიერების ეროვნული ინსტიტუტის და გერმანიის მიუნსტერის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ თუკი ადამიანი ყურსასმენებით მუდმივად ხმამაღლა უსმენს მუსიკას, მას ექმნება საშიშროება, რომ ხმების გარჩევა ვეღარ საერთოდ შეძლოს. მათი მტკიცებით, ამ საფრთხეს ადამიანი საერთოდ ვერ გრძნობს და არც კი ამჩნევს, რომ მისი სმენა თანდათან უარესდება. თუკი ადამიანი მუსიკას ყურსასმენებში ხშირად ბოლო ხმაზე მოუსმენს, ეს გამოიწვევს ნერვული სისტემის გადატვირთვას როგორც ტვინში, ასევე სმენის სისტემაში.

კვლევებში, რომელიც სპეციალისტებმა ჩაატარეს, 13 ადამიანი მონაწილეობდა და ყველა მათგანი ზრდასრული იყო. მაგნიტური ენცეფალოგრამის დახმარებით დადგინდა, თუ როგორ რეაგირებს იმ ადამიანების ტვინები ხმებზე, რომლებმაც კვლევაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. ამის შემდეგ მოხალისეები ორ ჯგუფად გაიყვნენ: პირველ ჯგუფში მოხვედრილი ადამიანები მუსიკას ბოლო ხმაზე უსმენდნენ, მეორე ჯგუფში მოხვედრილი მოხალისეები კი – ნორმალურ ხმაზე. ამის შემდეგ, ამ ადამიანებს ფილმი ჩაურთეს და კვლავ მაგნიტური ენცეფალოგრამა გადაუღეს. აღმოჩნდა, რომ მოხალისეებს სმენის დარღვევა აღენიშნებოდათ, თუმცა ამას ვერც ერთი ვერ ამჩნევდა.

როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან, ყურსასმენების მუდმივი ხმარების დროს, დარღვევების აღმოჩენა სმენის ტესტების გავლის მიუხედავად, პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომაც ისინი მოუწოდებენ მუსიკის მოყვარულებს, არ მოუსმინონ მუსიკას ყურსასმენებით ბოლო ხმაზე და რაც მთავარია, მუსიკის მოსმენის ხანგრძლივობა ყურსასმენებით მინიმუმამდე დაიყვანონ.