28 იანვარი, 2015

რამაზ იოსელიანი ფოთის თეატრში გადავიდა

ramaz7ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო თეატრში სიახლეებია.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, თეატრის მთავარ რეჟისორად პაატა ციკოლია დაინიშნა, ხოლო ფოთის თეატრის დასს ოთხი ახალი მსახიობი შეემატა.

რამაზ იოსელიანი, ნინი გოშაძე, მაია ჩარბოდაშვილი და ტატო მაკალათია ფოთის თეატრის ახალი მსახიობები არიან.

როგორც ფოთის თეატრში აცხადებენ, მათ იმედი აქვთ, რომ ახალი მსახიობების მისვლა კიდევ უფრო საინტერესოსო გახდის თეატრის შემოქმედებით ცხოვრებას.