21 იანვარი, 2015

პლასიდო დომინგო იუბილარია

plasido6ცნობილი ესპანელი საოპერო მომღერალი პლასიდო დომინგო იუბილარია. მას 21 იანვარს 74 წელი შეუსრულდა. საოპერო ტენორი ხოსე კარერასთან და ლუჩანო პავაროტისთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო ტენორების სამეულშია.

პლასიდო დომინგოს დებიუტი შედგა 1959 წელს მეხიკოში, სადაც მან ოპერაში “რიგოლეტო” ბორსას პარტია იმღერა. ამის შემდეგ მომღერალი მეორეხარისხოვან პარტიებს ასრულებდა. პირველი მთავარი როლი მან მიიღო “ტრავიატაში”, სადაც ალფრედოს არია იმღერა.

თავისი კარიერის განმავლობაში იუბილარმა მომღერალმა მსოფლიოს წამყვანი საოპერო თეატრების სცენაზე 140 წამყვანი საოპერო პარტია შეასრულა, რაც ერთგვარი რეკორდია.

დომინგომ 300 საღამო გაატარა საორკესტრო ორმოსა თუ სადირიჟორო პულტთან. მთლიანობაში კი მონაწილეობა მიიღო 3500 წარმოდგენაში. მან ჩაწერა 100-მდე გამოსვლა, რომელიც აერთიანებს სპექტაკლების სრულ ჩანაწერებს, ასევე სოლო ჩანაწერებსა და დუეტებს.

პლასიდო დომინგოს ერგო პატივი 21-ჯერ გაეხსნა სეზონი მეტროპოლიტენ ოპერაში, რითაც კარუზოს რეკორდი მოსხნა.