18 იანვარი, 2015

მიშა გომიაშვილი ბოდიშს იხდის

misha-gomiashvili2კინოსა და თეატრის მსახიობი მიშა გომიაშვილი ბოდიშს საჯაროდ იხდის:

“ზოგიერთი ჯგუფელი ანუ მიშა გომიშვილი…

ერთხელ მამაჩემმა მითხრა, მიშა ყველას თუ უთხარით ვინ რას იმსახურებს, ასე შეიძლება მთელი მსოფლიო გადაიმტერო….

მე მინდა ბოდიში მოვუხადო ქეთი დოლიძეს იმ დისკომფორტისთვის, რომელმაც გამოიწვია ამდენი უხამსი და არა ობიექტური სიტყვა გამოხმაურება გია როინიშვილის თეატრიდან გაშვების გამო, როგორც მთავარ რეჟისორს თუ სამხატვრო ხელმძღვანელს, ღმერთმა გიბოძათ ეს უფლება ან დაუდოთ ან არა, ან გაუხანგრძლივოთ ან არა ხელშეკრულება… ეს თქვენი ნებაა კანონისა და კონსტიტუციის ძალით… მაგრამ… არსებობს კიდევ მორალური კანონი თუ კოდექსი… როგორც თქვენ გნებავთ… და ეს მორალური კოდექსი გვაიძულებს ყველას, თქვენ, მე თუ ნებისმიერ მოქალაქეს, ქალაქელს, თბილისელს, თეატრის მსახურს… ვიმოქმედოთ დამოუკიდებლად ჩვენი პირადი წყენის გარეთ… პირადად მე თქვენგან სიკეთის მეტი არაფერი მახსოვს… თქვენი ღვაწლი ქართული თეატრისადმი ნათელია და თავად ღაღადებს… მე არ დამავიწყდება ის ერთი თვე, რომელიც ერთად გავატარეთ ჩეხეთში და პოლონეთში. თქვენ, ქალბატონო ქეთი, როგორც საკუთარ შვილებს ისე გვივლიდით, გვეფერებოდით და გვეალერსებოდით, ეს იყო დაუვიწყარი დღეები სიყვარულისა და ურთიერთ პატივისცემისა. დიდი მადლობა ამ დაუვიწყარი დღეებისთვის… თქვენ მაშინ შექმენით ჩემთვის ეტალონი სიყვარულის მსახიობის მიმართ, ეტალონი სიყვარულის ქართული თეატრის მიმართ… და ეს ასეა… ამის თამაში შეუძლებელია… მე ბედნიერი ვარ, რომ ის დრო თქვენთან ერთად გავატარე… მადლობა… მაგრამ შემდეგ რა მოხდა?… რა შეიცვალა? ნუ მაფიქრებთ ცუდს… ნუ მაფიქრებთ იმას, რასაც თქვენ არ იმსახურებთ, რისი ღირსიც თქვენ არ ხართ… მესმის თქვენი წყენა… თქვენი წუთიერი სისუსტე… თქვენ ხომ ქალბატონი ბრძანდებით. თქვენც ხომ მოფერება გინდათ… და თეარტი თქვენთვის ყველაფერია… დიდი მადლობა ამისთვის… თქვენ თქვენი ენერგეტიკით, თქვენი ტემპერამენტით… რთულია აგყვეს კაცი… მაგრამ ეს ყველაფერი თეატრის გამო… გთხოვთ! კიდევ ერთხელ გამოაჩინოთ თქვენი კეთილი სული, თქვენი სიყვარული თეატრის მიმართ და მეგობრულად დაივიწყოთ ის წყენა, ის უსიამოვნო დღეები საუბრები და ბოლოს ის უაზრო პოსტები ფეისბუკზე… გამოიჩინოთ თქვენი დედობრივი ინსტიქტი… წარმოიდგინედ თორნიკე, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს, გადააბიჯეთ თავმოყვარეობას და სიყვარულით და დიდი სულის სიმდიდრით მოაგვარეთ ურთიერთობა გიასთნ…. გთხოვთ მთელი თეატრალური საზოგადოება… თეატრისა გამო… ისე როგორც თქვენ გჩვევიათ ეს… გთხოვთ…”