18 იანვარი, 2015

მერილინ მენსონმა მეცხრე ალბომი გამოუშვა

marilyn_manson2როკერმა მერილინ მენსონმა საზოგადოებას თავისი ახალი ალბომის ”Pale Emperor” შესახებ აცნობა, რომლის ოფიციალური პრეზენტაციაც 19 იანვარს არის დანიშნული.

პრეზენტაციამდე რამდენიმე დღით ადრე კი ერთ-ერთ სტრიმნიგ სერვისზე მომღერლის მეცხრე ალბომის სტუდიური ჩანაწერი გამოქვეყნდა. მასში 10 მუსიკალური კომპოზიციაა გაერთიანებული.

2014 წლის ბოლოს მუსიკოსმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ პირველად 15 წლის განმავლობაში აბსოლუტურად დარწმუნებულია თავისი ახალი ნამუშევრის წარმატებაში.

მერილინ მენსონი ამერიკელი როკ მუსიკოსი, შოუმენი და მხატვარია. მისი სცენიური ფსევდონიმი ორი ადამიანის გვარ-სახელების – მსახიობის მერლინ მონროს და მკვლელის ჩარლზ მენსონის ერთობლიობაა.

მერვე ალბომი სახელწოდებით ”Born Villain” მუსიკოსმა 2012 წელს გამოუშვა.