24 იანვარი, 2015

კულტურის სამინისტრო კონკურსს აცხადებს

kult3საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2 სალიტერატურო და ერთი საბავშვო ჟურნალის გამოსაცემად კონკურსს აცხადებს.

სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორი ნატალია ლომოური უძღვებოდნენ.

როგორც ბრიფინგზე გახდა ცნობილი, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლება სალიტერატურო პერიოდიკის გამოცემით დაკავებულ ყველა იურიდიულ პირს. კონკურსის პირობები და საკონკურსოდ წარსადგენი დოკუმენტაცია 26 იანვარს სამინისტროს ვებ-გვერდზე და საქარველოს მწერალთა სახლის ვებ-გვერდზე დაიდება.

კონკურსში გამარჯვებულ ორ ლიტერატურულ და ერთ საბავშვო ჟურნალს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ერთი წლის განმავლობაში დააფინანსებს.