18 იანვარი, 2015

ზურა გეწაძე კინომსახიობთა თეატრიდან წავიდა

Zura_Getsadze7მსახიობი და რეჟისორი, კინომსახიობთა თეატრის დირექტორი ზურა გეწაძე დაკავებული თანამდებობიდან წავიდა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში რეჟისორმა დავით საყვარელიძემ გაავრცელა:

“ჩემმა მეგობარმა ზურა გეწაძემ განცხადება დაწერა.

იგი დატოვებს კინომსახიობთა თეატრის დირექტორის პოსტს.

WELCOME TO CLUB!!!

ზურა, ძალიან კარგად მესმის შენი!!!

ეხლა უკვე თეატრის მართვის მაგარი ცოდნა გაქვს, რომელიც პრაქტიკით და დიდი გამოცდილებითაა მიღებული.

მეამაყება, რომ მაგარი პროფესიონალი ძმაკაცი მყავს!!!”

მოგვიანებით დათო საყვარელიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ქეთი დოლიძე გამოეხმაურა:

“ჩემო კოლეგებო! დაწყნარდით! ზურაბ გეწაძე თუმანიშვილის თეატრიდან არსად არ მიდის! ეს არის ტყუილი! ზურა და მე შესანიშნავად ვმუშაობდით და ვმუშაობთ ერთად! მიკვირს დათო საყვარელიძის! ასე, როგორ შეიძლება? ჩვენ ვინმეს საქმეში ვერევით? დაგვანებეთ თავი! ყველა გადაწყვეტილებას ერთად ვღებულობდით და ვღებულობთ! ასე როგორ დაივიწყეტ თქვენი მასწავლებელი და ის, რისთვისაც მოხვედით თეტრში??? კაცები ხომ ხართ ისევ??? რა საგმირო საქმეებზე ლაპარაკობთ???”