29 იანვარი, 2015

ემა უოტსონი ურჩხულის მეწყვილე გახდება

ema2მსახიობი ემა უოტსონი ოფიციალურად გაწევრიანდა იმ მსახიობებთა რიგებში, ვინც მონაწილეობას მიიღებს დისნეის ახალ ფილმში “მზეთუნახავი და ურჩხული”. უოტსონი მზეთუნახავი ბელის როლს განასახიერებს.

სცენარი ახალი ფილმისთვის სტივენ ჩბოსკიმ დაწერა, რეჟისორად კი ბილ კონდონია შერჩეული.გადაღებები წლის ბოლოს დაიწყება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ემა უოტსონს ბელის განსახიერება უწევს. ის ადრეც დათანხმდა ამ როლის თამაშზე კინოკომპანია “Warner Bros. Pictures”. ფილმზე რეჟისორ გილერმო დელ ტოროს უნდა ემუშავა, თუმცა მას შემდეგ, რაც კინემატოგრაფისტმა უარი განაცხადა ზღაპრის ეკრანიზაციაზე, პროექტი შეჩერდა.

დისნემ გადაწყვიტა ახალი მიმდინარეობა დაამკვიდროს და გადაიღოს ფილმები თავისივე წარმოებულ ანიმაციურ ფილმებზე. ამის დასტურია ისიც, რომ ეკრანებზე უკვე გამოვიდა “ალისა საცორებათა ქვეყანაში” მია ვასიკოვსკის მონაწილეობით და ”მალეფისენტი” ანჯელინა ჯოლის მონაწილეობით. ახლა კი მზადების პროცესშია “კონკია”, “ჯუნგლების წიგნი” და “მზეთუნახავი და ურჩუხელი”.