28 იანვარი, 2015

ბრაზილიაში ქართული ფილმების ჩვენება მოეწყო

veriko4ეროვნული კინოცენტრის ცნობით, ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში ქართული ფილმების ჩვენება გაიმართა.

ორი კვირის განმავლობაში ბრაზილიის მეტროპოლისში კულტურის ცენტრი ქართულ კინემატოგრაფიას აცნობდა საზოგადოებას. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, შეირჩა როგორც კლასიკური, ასევე თანამედროვე ფილმები.

15 იანვარს გაიმართა შეხვედრა მაყურებელთან. ორი საათი გრძელდებოდა შეხვედრა, გამოიკვეთა დიდი ინტერესი „მონანიების“, ასევე „ჩემი ბებიას“, „გაღმა ნაპირის“ მიმართ.

ქართული კინოს დღეების ჩატარება მარტში რიო-დეჟანეიროშიც იგეგმება.