საინტერესო ფაქტები ცნობილ ადამიანებზე

19 იანვარი, 2015

saintereso-faqtebi2პირველი ნაწილი

პოპის მეფის მაიკლ ჯექსონის ხმა მას შემდეგ არ შეცვლილა, რაც მან სიმღერა დაიწყო. 11 წლის შემდეგ, მომღერალს არანაირი მუტაციის პერიოდი არ ჰქონია;

1916 წელს ჩარლი ჩაპლინი გამოიმუშავებდა 10.000 დოლარს კვირაში და ის ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად ითვლებოდა;

“ბითლზის” სიმღერებში სიტყვა “სიყვარული” 613-ჯერ გვხვდება;

ფილმში “შვიდი წელი ტიბეტში” შესრულებული როლისთვის ბრედ პიტს ჩინეთში შესვლა აუკრძალეს;

მადონა და სელინ დიონი პრინც ჩარლზის მეუღლის კამილას ბიძაშვილები არიან;

სკოლაში სწავლის დროს, ლეგენდარული კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი სკოლის საკალათბურთო გუნდიდან გააგდეს;

როკის ლეგენდამ კურტ კობეინმა საბავშვო ნარკოტიკის რიტალინის მიღება 7 წლის ასაკიდან დაიწყო;

საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკურ ლიდერს ნაპოლეონ ბონაპარტს მოსწონდა, როცა მის პარტნიორს ოფლის სუნი ასდიოდა;

ნამზეური, იგივე ზაგარი მოდაში კოკო შანელმა შემოიტანა;

მერლინ მონროს ბიუსჰალტერში 14.000 დოლარი გადაიხადეს;

ამერიკის 37-ე პრეზიდენტს რიჩარდ ნიქსონს ხაჭოს ჭამა კეტჩუპით უყვარდა;

ო. ჰენრიმ გაიმარჯვა ყველაზე მოკლე მოთხრობის კონკურსში. კონკურსის პირობის თანახმად, ნაწარმოებს უნდა ჰქონოდა დასაწყისი, კულმინაცია და დასასრული. ო ჰენრის მოთხრობა მხოლოდ სამი წინადადებისგან შედგებოდა: “მძღოლმა სიგარეტს მოუკიდა. მერე მანქანის ძრავისკენ დაიხარა, რომ ენახა, იყო თუ არა შიგ ბენზინი. განსვენებული მხოლოდ 23 წლის იყო.”;

Lil Wayne-მა რეპის წერა 8 წლის ასაკში დაიწყო;

ალტერბტ აინშტაინს არ შეეძლო თავისი ტელეფონის ნომრის დამახსოვრება;

ჯორჯ ვაშინგტონს თავის ბაღში მარიხუანა მოჰყავდა;

გონებრივი განვითარების კოეფიციენტის განსაზღვრისას ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იმ ადამიანებმა აჩვენეს, ვინც წლების განმავლობაში ჰიპ ჰოპს და R&B-ს უსმენდა;

1983 წელს ჟურნალმა Billboard მადონა წლის ჩავარდნად დაასახელა;

ფრედი მერკური ზანზიბარში დაიბადა და მისი სახელი და გვარია  Farrokh Bulsara;

მაქსიმ გორკი წუთში 4.000 სიტყვას კითხულობდა;

ბობ მარლი ახალგაზრდობაში სკინჰედი იყო;

იულიუს კეისარი დაფნის გვირგვინს გამელოტების დაფარვის მიზნით ატარებდა;

პერის ჰილტონმა თავისი სრულწლოვანება, 21 წლის შესრულება 5-ჯერ აღნიშნა;

ეშტონ კატჩერს ორივე ფეხზე ორი თითი შეერთებული აქვს;

ბობ დილანის ნამდვილი სახელი და გვარი რობერტ ციმერმანია;

ნაპოლენონი წუთში 2.000 სიტყვას კითხულობდა;

ადოლფ ჰიტლერი ვეგეტარიანელი იყო;

ალბერტ აინშტაინი არასდროს იცვამდა წინდებს;

ვუპი გოლდბერგს წარბები არ აქვს;

პერის ჰილტონის ფეხის ზომა 44-ია;

კინომსახიობების 85% წელიწადში მხოლოდ 5.000 დოლარს გამოიმუშავებს;

ჯულია რობერტსი პირველი მსახიობია კინოს ისტორიაში, ვინც ფილმში შესრულებული როლისთვის 20 მილიონი დოლარი მიიღო;

ფილმისთვის “მოკალი ბილი” კვენტინ ტარანტინომ რობერტ როდრიგესს 1 დოლარი გადაუხადა;

ალექსანდრე პუშკინის დიდი ბებია, ევდოკია ივანოვნა გოლოვინა და ლევ ტოლსტოის დიდი ბებია ოლგა ივანოვნა გოლოვინა დები იყვნენ;

Dr. Dre-Eminem-ი შეხვედრამდე აფროამერიკელი ეგონა;

სტივ ჯობსი, მარკ ცუკერბერგი და ბილ გეითსი თავის დროზე კოლეჯებიდან გარიცხეს;

ჯორჯ ვაშინგტონი 46 ზომა ფეხსაცმელს ატარებდა;

Lil Wayne 15 წლის იყო, როცა პირველი შვილი გაუჩნდა;

რიანას სკოლა არ დაუმთავრებია;

ბილ გეითსი მილიონერი 31 წლის ასაკში გახდა;

უსამა ბინ ლადენის მამა მუჰამედ ბენ ავად ბენ ლადენი მდიდარი ბიზენსმენი იყო, რომელიც 22-ჯერ დაქორწინდა და 54 ცნობილი ბავშვის მამაა;

ჯასტინ ბიბერის ტვიტერიდან 80.000 გამომწერი წამიერად გაქრა, როგორც კი მომღერალმა თმა შეიჭრა.

გააზიარეთ

 
...