მიშა სულუხიას სიმღერა ლიდერია

9 იანვარი, 2015

misho1“ევროვიზია 2015”-სთვის საერთაშორისო ჟიურის მიერ შერჩეული საქართველოს ხუთი კონკურსანტის სიმღერებიდან მიშა სულუხიას სიმღერა “one & only” ლიდერობს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად მომღერალი ავრცელებს:

“მაქვს ძალიან მაგარი ინფორმაცია, ამ დროისთვის ჩემთვის ცნობილ ევროვიზიის საზღვარგარეთის და ქართულ ბლოგ-რეიტინგებზე ჩემი სიმღერა პირველ ადგილას დგას. სურვილი გამოთქვა ევროვიზიის რადიომაც ჩემი სიმღერის “one & only” პრომოუტინგზე და მათ ბადეში იტრიალებს. სიმართლე გითხრათ, ოდნავ დაბნეული მაგრამ უფრო მეტად გახარებული ვარ უცხოური პრესისა და მედიის ასე აქტიურად დაინტერესებით.”

წელს “ევროვიზიაზე” წარსადგენი კონკურსანტები საერთაშორისო ჟიურიმ შეარჩია, დასახელდა ხუთეული – ნინა სუბლატი, მიშა სულუხია, ჯგუფი “ნიუტონი”, ეთერ ბერიაშვილი და ედვარდ მეისონი. გამარჯვებული 14 იანვარს გამოვლინდება ხალხის მიერ გაგზავნილი ესემესებითა და ჟიურის ერთობლივი გადაწყვეტილებით.