14 იანვარი, 2015

ჭაღი ერთჯერადი ჭიქებისგან

natura2

ბევრ ადამიანს უყვარს ოჯახში ისეთი ნივთების ქონა, რომელიც მხოლოდ ერთია და მაღაზიაში მისი ყიდვა შეუძლებელია.

იმისთვის, რომ სახლში ორიგინალური ნივთები გქონდეთ, სულაც არ არის საჭირო ბევრი ფული ან ძვირადღირებული მასალის ყიდვა.

მთავარია, როგორც იტყვიან, ფანტაზია და მარჯვე ხელები და თქვენ ყველაფერი გამოგივათ.

თუ გსურთ ორიგინალური ჭაღი გქონდეთ, ამისთვის მხოლოდ ბურღი, ერთჯერადი ჭიქები, სტეპლერი და საახალწლო ნაძვის ხის ნათურები დაგჭირდებათ.