5 დეკემბერი, 2014

“შემთხვევითი პაემნები” მაკედონიაში დააჯილდოვეს

2მაკედონიაში სინედეის ევროპული კინოს ფესტივალზე ქართველი რეჟისორის ლევან კოღუაშვილის ფილმი „შემთხვევითი პაემნები“ დაჯილდოვდა პრიზით საუკეთესო სცენარისათვის.

ეს ლევან კოღუაშვილის ფილმისთვის პირველი წარმატება არ არის. ამ ფილმმა გრანპრი აიღო ჟენევასა და ლოზანაში გამართულ მეორე საერთაშორისო კინოფესტივალზე “კინო. ფილმები რუსეთიდან და არა მხოლოდ”. სურათმა გრანპრი მიიღო იტალიაში, ლეჩეში ევროპული კინოს ფესტივალზეც. ამ კინოფესტივალების გარდა, “შემთხვევითი პაემნები” კიდევ არაერთ ფესტივალში მონაწილეობდა, სადაც სხვადასხვა პრიზებით აღინიშნა.

ლევან კოღუაშვილის ფილმი “შემთხვევითი პაემნები” კომედიური ჟანრისაა და მასში 40 წლის სანდროს ისტორიაა გადმოცემული. ის მშობლოებთან ერთად ცხოვრობს და ცდილობს თავისი სიყვარული ინტერნეტში გაცნობის საიტების საშუალებით იპოვოს.