30 დეკემბერი, 2014

შარლიზ ტერონი და შონ პენი საიდუმლოდ დაინიშნენ

shon-peni1ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები შარლიზ ტერონი და შონ პენი საიდუმლოდ დაინიშნენ. როგორც უცხოურ გამოცემებს შონ პენთან დაახლოებულმა პირმა განუცხადა, დიდი ხნის მეგობრებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს ერთმანეთისთვის დაეკავშირებინათ ცხოვრება:

“შონმა შარლიზი სიყვარულის ქალაქ პარიზში წაიყვანა და სწორედ იქ სთხოვა ხელი და შესთავაზა თავისი გული. შარლიზიც დათანხმდა, თუმცა ის ნიშნობის ბეჭედს სპეციალურად არ ატარებს, რადგან არ უნდა საზოგადოების ზედმეტი ყურადღება მიიქციოს. მათი სურვილია ეს ყველაფერი ქორწილამდე საიდუმლოდ დარჩეს.”

შარლიზი და შონი ერთმანეთს უკვე ერთი წელია ხვდებიან. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი მაქსიმალურად ცდილობდა თავისი ურთიერთობების დამალვას, პაპარაცებმა მათი ერთად გადაღება მაინც მოახერხეს. მათი ნიშნობის შესახებ რამდენიმე თვის წინაც გავრცელდა ინფორმაცია, როგორც კი შარლიზის ხელზე ჟურნალისტებმა ბრილიანტის ბეჭედი შეამჩნიეს, თუმცა როგორც გაირკვა, ეს ბეჭედი მსახიობმა თვითონ იყიდა.