1 დეკემბერი, 2014

ფაქოს ახალი კლიპი აქვს

2იუმორისტი ფაქო, იგივე ლევან გოგორელიანი ახალ სატელევიზიო სეზონში ტელეკომპანია “ჯიდიესზე” ახალი კლიპით დაბრუნდა.

გადაცემა “ბინა 18-“ის წამყვანი, რომელიც ამიკოსთან ერთად მაყურებელმა კომედი შოუს იუმორისტული გადაცემებიდან გაიცნო, ამჯერად ჯიდიესზე მუშაობს. “ბინა 18-ის” მეორე სეზონში მისი თანაწამყვანი კოტიკო თოლორაიას ნაცვლად თემო მჟავია გახდა, შემოქმედებითმა ჯგუფმა სიმღერა ჰიპ-ჰოპის სტილში ჩაწერა და კლიპიც უკვე გადაიღო.

“14 თვალი” – ასე ეწოდება კლიპს, რომელშიც ფაქო, თემო მჟავია და “ბინა 18”-ის მუსიკალური დიჯეი ნინი გოგიჩაიშვილი მონაწილეობენ. კლიპის რეჟისორი ნიკა ამირეჯიბია, ოპერატორი მალხან შუკაკიძე, მონტაჟის რეჟისორი კი თემურ ჭარელაშვილი.

კლიპი ინტერნეტში უკვე გავრცელდა და დიდი მოწონებითაც სარგებლობს.