29 დეკემბერი, 2014

სუხიშვილები საიუბილეო კონცერტებს იწყებს

17ანსამბლი “სუხიშვილები” საიუბილეო კონცერტებს იწყებს. 2015 წელი ანსამბლისთვის საიუბილეოა. მისი დაარსებიდან 70 წელი სრულდება.

სუხიშვილები საიუბილეო კონცერტების ციკლი გაიხსნება 2015 წლის 17 და 18 იანვარს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში.

წარმოდგენილი იქნება ორ განყოფილებიანი შერეული პროგრამა, როგორც ტრადიციული ისე ახალი ცეკვებით.

კონცერტების პარალელურად, გაიმართება ანსამბლის ისტორიის ამსახველი ფოტო გამოფენა.

ანსამბლმა 70 წლის განმავლობაში ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, მოიარა მთელი მსოფლიო და გააცნო ქართული კულტურა. უმცროსმა ილიკო სუხიშვილმა ახალი ცეკვები დადგა და არაერთი პროექტი განახორციელა, მათ შორისაა “ასსა” და “რამიშვილები”, რომელიც ბებიის, ნინო რამიშვილის ხსოვნას მიუძღვნა. “რამიშვილები” სიდი ალბომად გამოიცა და მისი პრეზენტაცია გასულ კვირას დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა.