13 დეკემბერი, 2014

საყდრისი ააფეთქეს

Sakdrisi_gold_mine1“2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის N03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის№N2/271 ბრძანების საფუძველზე კომპანია “არემჯიმ” განაახლა სამთო-მოპოვებითი სამუშაოები საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე.”

“საყდრისი ააფეთქეს, ეს დღეც დადგა,” – აცხადებს მწერალი თეონა დოლენჯაშვილი.

როგორც სოციალურ ქსელში წერენ, აფეთქება დღეს დილით მოხდა, უშუალოდ ძეგლზე 2 აფეთქება განხორციელდა.

“უსინდისო მთავრობამ და გარეწარმა სამინისტრომ თავისი გააკეთა და საყდრისის მთა უკანონოდ ააფეთქა. ჩვენი მეგობრები ვინც დგანან კარვებში ბანდიტურად გაიტაცეს თუ გაიტყუეს პოლიციაში და სასწრაფო წესით შეიტანეს ნაღმები და მოახდინეს ძეგლის აფეთქება, მაგრამ არ ჩამოიშალა მთა და გაოგნებულებმა ცოტა ხანი უყურეს და ეხლა მიმდგრები არიან კოდალებით და ცდილობენ ჩანგრევას. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მივიდეთ და დავიცვათ ჩვენი ისტორია,” – აცხადებს საყდრისის ერთ-ერთი მცველი დათო გულბანი.