1 დეკემბერი, 2014

რას ითხოვს ვანო ჯავახიშვილი?

11იუმორისტი და “ვანოს შოუს” წამყვანი ვანო ჯავახიშვილი საზოგადოებას მიმართავს და მამებს შვილების აღზრდაში განსაკუთრებული აქტიურობისკენ მოუწოდებს. მასთან ერთად ამავე მოთხოვნით გამოდიან სხვა ცნობილი მამებიც, მათ შორისაა, მოაზროვნე გიორგი ბაქრაძე, პატარებისთვის საყვარელი გოგიჩა, მხატვარი ზალიკო სულაკაური, ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი. ისინი მამებს სხვადასხვა სლოგანებით მიმართავენ: “მამა ბავშვი გააცინე”, “მამა ბავშვი გაასეირნე”, “მამა წიგნი წაუკითხე”, “მამა ბავშვს ეთამაშე”, “მამა ჟირაფი დამიხატე” და ა.შ.

“ჩვენი მიზანია მშობლებს, განსაკუთრებით კი მამებს მივაწოდოთ ინფორმაცია მამების ბავშვის აღზრდაში ჩართულობის, შვილებთან ინტენსიური ურთიერთობის, თამაშის, წიგნების კითხვის აუცილებლობს და მნიშვნელობის შესახებ. თუ კი გსურთ თქვენს შვილს ჰქონდეს ბედნიერი ბავშვობა და გაიზარდოს თავდაჯერებულ ადამიანად, მაშინ ჩვენი გვერდი სწორედ თქვენთვისაა!”

გვერდი შეიქმნა გაეროს მოსახლეობის ფონდის, გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში” ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.