3 დეკემბერი, 2014

ნოდიკო ტატიშვილმა ოფიციანტობა დაიწყო

1nodiko-tatishviliმომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა ოფიციანტობა დაიწყო. ეს სამუშაო რესტორანმა “ქართული სახლი” შესთავაზა, სადაც მომღერალს გაკვირვებული კლიენტების მომსახურება მოუწია.

როგორც მომღერალმა განაცხადა, სამუშაო საკმაოდ რთული და დამღლელი აღმოჩნდა, მაგრამ რესტორნის სტუმრებს მაინც სიამოვნებით მოემსახურა. ნოდიკოს საქმიანობას თვალს ადევნებდა მისი მეწყვილე ჯულიანა ბარგ ნარიც.

შეკვეთების მიტანის შემდეგ, რესტორნის სტუმრებმა ნოდიკოს სადღეგრძელო დალიეს და მას წარმატებები უსურვეს. მომღერალმა თავის “კლიენტებთან” ერთად სელფიც გადაიღო და ყველას მოუწოდა მისთვის და ჯულიანასთვის მათთვის განკუთვნილ ნომერზე დაემესიჯებინათ.