2 დეკემბერი, 2014

“ნიჭიერის” ფინალისტები ცნობილია

321სახალხო პროექტის “ნიჭიერი” ფინალისტები ცნობილია. ჟიურის წევრებმა ია ფარულავამ, ნანუკა ჟორჟოლიანმა და ნიკა გვარამიამ ხანგრძლივი კამათისა და მსჯელობის შემდეგ კონკურსანტები ფინალისტებად და არაფინალისტებად დააჯგუფეს, ყველა მათგანი სტუდიაში მიიწვიეს და საკუთარი გადაწყვეტილებები გააცნეს.

ფინალისტების შერჩევას არ დასწრებია ჟიურის მეოთხე წევრი ლევან წულაძე. საბოლოოდ “ნიჭიერში” 50 ფინალისტის ნაცვლად 40 ფინალისტი მოხვდა. მათ შორის აღმოჩნდნენ მომღერლები, მოცეკვავეები, ძალოსნები. ფინალში არიან მომღერლები ამალია ჯიბლაძე, გოჩა ჭაბუკაიძე და გევორქ პეტროსიანიც. სამივე მომღერალმა მაყურებელში უდიდესი მოწონება, აღფრთოვანება, კრიტიკა და სიყვარული მოიპოვა.

წელს გაუმართლა პავლოვიჩსაც. ის ჟიურიმ “ნიჭიერის” ფინალში გადაიყვანა. ფინალისტები არიან ასევე სმენადაქვეითებული მოცეკვავეები და ირაკლი ჩარკვიანის “საქართველოს” ორიგინალურად შემსრულებელი მომღერლები ნინო და კოკა.

მომავალი ორშაბათიდან “ნიჭიერის” ლაივშოუები დაიწყება და მაყურებელი დეკემბრის მიწურულს რიგით მეხუთე “ნიჭიერის” გამარჯვებულსაც გამოავლენს.