2 დეკემბერი, 2014

ნინა სუბლატი: “ნამუსი არ გაწუხებთ?!”

ninaმომღერალი ნინა სუბლატი გაღიზიანებას ვერ მალავს და მოითხოვს, საახალწლო კონცერტებისთვის მას არავინ დაურეკოს:

“ჰოჰ… მოგვადგა ახალი წელი ერთ ადგილზე და წავა ეხლა ქავერების გადამეორება, ხალხი არ ხართ?! ამხელა ხმის ჩამწერი სტუდიები და ტელევიზიები რომ გაქვთ, ნამუსი არ გაწუხებთ ხალხს ქავერებს რომ ამღერებთ? არა, ისინიც კაი ქაჯები არიან, ოღონდ სადმე გამოჩნდნენ ორი წუთით და ცოტა ფული გააკეთონ და რა მნიშვნელობა აქვს პირს რაზე მოაღებენ მაგრამ… მე ნუ დამირეკავთ! ძალიან დიდი თხოვნა მაქვს! ნუ დამირეკავთ! ნუ შეწუხდებით! არ აქვს ჰონორარს მნიშვნელობა! არ მაინტერესებს! ვიცი რომ მაინც დამირეკავთ, არ აქვს მნიშვნელობა რომ უარს გეუბნებით, მაინც მირეკავთ, აგერ დღეს 4-მა დამირეკეთ უკვე და იმის მიუხედავად, რომ არა ვთქვი, ხვალაც დამირეკავთ და აღარ დამირეკოთ?! ჰააა?”