28 დეკემბერი, 2014

ნინა სუბლატი: “დამიჭირეთ მხარი!”

nina2“საქართველოს ვარსკვლავის” გამარჯვებული ნინა სუბლატი კიდევ ერთ კონკურსში ცდის ბედს. ამჯერად ის იმ ხუთ კონკურსანტს შორის აღმოჩნდა, ვინც საერთაშორისო ჟიურიმ ევროვიზიაზე საქართველოს წარსადგენ კანდიდატთა შორის შეარჩია:

“შვიდი დღე დავისვენე და დავბრუნდი! ახალი იდეებით და გეგმებით. მოკლედ მოგიყვებით ახლა, ახლო მომავალში რა ხდება: იმის გამო, რომ მთელი 1 თუ 2 წლის განმავლობაში ყოველ დღე მომდიოდა შეტყობინებები თხოვნით და სურვილით, რომ გავსულიყავი ევროვიზიაზე. სიმართლე რომ გითხრათ, დიდი სურვილი თავად ნამდვილად არასდროს მქონია, რადგან ვიცი, რეალურად რასთანაა დაკავშრებული მთელი ეს ამბავი და ბლა ბლა ბლა, მაგრამ იმის გამო, რომ, როგორც ზემოთ ავღნიშნერ ყოველ დღე მწერდით რომ გავსულიყავი – გავედი! დავწერე სიმღერა, რომელიც მე პირადად (იმის მიუხედავად, რომ მთლად მაგ ჟანრში არ ვმუშაობ, მაგრამ საევროვიზიოა და ჰა.) ძალიან მომწონს. საევროვიზიოა და თან არა გოიმური! არა გოიმური დიდი ასოებით! ჰოდა მოკლედ, რამდენიმე კონკურსანტიდან, რომელმაც გააგზავნა სიმღერა, ამოირჩიეს 5 მომღერალი. როგორც ჩემთვის ცნობილია უცხოელმა ჟიურიმ ამოირჩია. ამ 5 კონკურსანტში მეც შევდივარ. ახლა გეტყით რაშია საქმე: 31 იანვარს, საათი ჯერ არ ვიცი, იქნება პირველ არხზე ლაივ კონცერტი, სადაც შევასრულებ საკონკურსო სიმღერას. სიმღერაზე ავღნიშნავ რომ ეს წესი რომაა, ერთ სიმღერას 50 ავტორი რომ ჰყავს, ჩემზე ასე არაა, მხოლოდ მე ვარ, 1 ცალი. ჰოდა 31 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით დაიწყება ხმის მიცემა ესემესებით. წესი ასეთია: ერთი ნომრიდან დღეში ერთი ესემესი, რაც ძალიან მომწონს, რადგან ხანდახან მომღერლებს მოსაგებად ბანკიდან კრედიტები გამოაქვთ, ან უარეს შემთხვევაში ჩაწყობილია, რისი მსხვერპლიც დიდი იმედი მაქვს არ გავხდები. ჰოდა მოკლედ მეგობრებო: მე დიდი სურვილი მაქვს, რომ თუ თქვენ შესაძლებლობას მომცემთ, ჩვენი ქვეყანა წარვადგინო ამ კონკურსზე, მთელი შრომა, სიყვარული და ყველაფერი კარგი ჩავდო ამ საქმეში. წარდგენისთვის თავისთავად მზად ვარ: იდეები ბევრი მაქვს და შესაძლებლობაც რომ განვახორციელო, ყველაფერი მაგ მხრივ პერფექტოა! ასე რომ, ახლა თუ მართლა სურვილი გაქვთ, რომ მოვიგო ეს შესარჩევი კონკურსი, დამიჭირეთ მხარი!”