10 დეკემბერი, 2014

ნანკა კალატოზიშვილი “ცეკვავენ ვარსკვლავებიდან” წავიდა

nanka1მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი, რომელიც უკვე მეორე სეზონია “ცეკვავენ ვარსკვლავების” წამყვანია დუტასთან ერთად, პროექტიდან წავიდა.

მეათე საკონკურსო ტურმა მსახიობის გარეშე ჩაიარა და მის წამყვანებს ნანკას არყოფნის გამო არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ. ეს ტური ანუკი ქორქიამ და დუტა სხირტლაძემ წაიყვანეს.

ნანკას შოუდან წასვლის მიზეზი საპატიოა. ის თავის მშობლიურ მუსიკისა და დრამის თეატრთან ერთად გასტროლზე ჩინეთის ქალაქ პეკინში გაფრინდა, სადაც მეექვსედ ტარდება საერთაშორისო თეატრალური ოლიმპიადა 9-დან 17 დეკემბრის ჩათვლით.

მუსიკისა და დრამის თეატრი დავით დოიაშვილის მიერ დადგმულ “მაკბეთს” ითამაშებს, სადაც ნანკა კალატოზიშვილი ლედი მაკბეთის როლს ასრულებს.