4 დეკემბერი, 2014

მარჯანიშვილის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

kacebiმარჯანიშვილის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. 6, 7 და 9 დეკემბერს თეატრის დიდ სცენაზე რეჟისორი ციცინო კობიაშვილი მაყურებელს წარუდგენს ნილ საიმონის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს “კაცები”.

სპექტაკლია სცენოგრაფია ლევან წულაძეს ეკუთვნის, კოსტუმების მხატვარი ოლიკო ბერიძეა, მუსიკალური გამფორმებელი ზურაბ გაგლოშვილი, რეჟისორის თანაშემწე ნინო კალანდაძე. სპექტაკლში მონაწილეობენ დიმიტრი ტატიშვილი (არჩილი, სპორტული კომენტატორი), თემო კილაძე ლუარსაბი (ჩიტო) (არქიტექტორი), ზაზა გოგუაძე ფარნა (პოლიციის პოლკოვნიკი), ზურა ბერიკაშვილი მირიანი (სკოლის დირექტორი), ონისე ონიანი ვახტანგი (ექიმი), ვასიკო ოდიშვილი დემეტრე (ბანკირი), ლელა მებურიშვილი თათკა და ანა სანაია ნატკა.

“ვცდილობთ, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. თქვენც ნუღარ ინერვიულებთ ბიჭებო. ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავთ! თქვენნაირი ადამიანი, დაუშვებელია რომ არ იყვნენ ბედნიერები!” – ასეთია სპექტაკლის სინოფსისი.
მეგობრობა, სიყვარული, ურთიერთობა, თანადგომა ყველაფერი ის რაც მნიშვნელოვანია და მარადიული ციცინო კობიაშვილის სპექტაკლში “კაცები”.