11 დეკემბერი, 2014

მარიამ როინიშვილს ექიმების დახმარება ესაჭიროება

mariam-roinishvili1“ცეკვავენ ვარსკვლავების” მონაწილე მომღერალს მარიამ როინიშვილს ექიმების დახმარება ესაჭიროება.

ინფორმაციას ამის შესახებ მისი დედა, მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ავრცელებს. მისი თქმით, მარიამს ნეკნი აქვს გაბზარული, გაუსაძლისი ტკივილები აწუხებს და გამაყუჩებლებით არსებობს.

მიუხედავად ასეთი ტკივილებისა, მარიამი მაინც რეპეტიციობს, სწავლობს ახალ ცეკვებს და პროექტის დატოვებას არ აპირებს:

“ერთი თვეა მარიამი იტკიებს მარჯვენა ფერდთან ერთ ადგილს, გაუსაძლისი ტკივილები აქვს და სულ გამაყუჩებლებითაა. ერთი თვეა ვეხვეწები წამომყვეს ექიმთან, მარგრამ არ მომყვება. კვირას, პროექტის ექიმმა ძალით წაიყვანა და აღმოჩნდა, რომ გაბზარული ნეკნით დადიოდა, აღარ ვამბობ, რომ ცეკვავდა. ამ ბოლო 4 ტურის მანძილზე. მალავდა, რომ არ გვეთქვა გამოსულიყო პროექტიდან. ნორმალურია ეს საქციელი?! გულშემოყრილი ვარ .შეხორცება დაწყებული აქვს, მაგრამ ტკივილები აქვს ძლიერი. გუშინ გამაყუჩებლებით და მოყინვით იცეკვა. ამაში ჩემი ასლია, ძალიან ტკივილმომთმენია. დაბნეული ვარ, ისიც არ ვიცი ამ სიტუაციაში როგორ მივეშველო, რომ ტკივილი ცოტა მაინც შეევუმსუბუქო. მაპატიეთ, რომ მოგახვიეთ თავს ჩემი პრობლემა, მაგრამ ალბათ გამიგებთ, მეგობარი სწორედ ამ დროს გინდა! ამიტომ დამაგვიანდა მეთქვა თქვენთვის უდიდესი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის! ვერ წამოიდგენთ რა გახარებული და იმედიანი იყო. ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ! დიდი მადლობა! მიყვარხართ!”