12 დეკემბერი, 2014

მარიამ როინიშვილი “ცეკვავენ ვარსკვლავებს” ტოვებს?

mari2”ცეკვავენ ვარსკვლავების” მეხუთე სეზონი საკმაოდ სახიფათო აღმოჩნდა მისი მონაწილეებისთვის. ჯერ იყო და პროფესიონალმა მოცეკვავემ რეზიკო რობაქიძემ პირველივე ტურში იატაკს თავი ისე მაგრად დაარტყა, რომ ტვინის შერყევა მიიღო და პროექტს გამოეთიშა. მოგვიანებით მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ რეპეტიციის დროს ფეხი მოიტეხა და მისი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, პროექტი დატოვა, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ მარიამ როინიშვილს ნეკნი აქვს გაბზარული და ექიმების დახმარება ესაჭიროება.

მარიამ როინიშვილის ტრავმირების ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა მარიამ როინიშვილმა ნუცა ბუზალაძის ბედი გაიზიაროს და პროექტი დატოვოს.

როგორც მომღერლისა და კონკურსატის ძმა, მსახიობი კოკო როინიშვილი აცხადებს, საზოგადოებაში მართლაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარიამი ტოვებს პროექტს “ცეკვავენ ვარსკვლავები”:

“მეგობრებო!!! გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარიამი ტოვებს პროექტს ,,ცეკვავენ ვარსკვლავები”!!! ჭორია, ჭორია, ჭორია…. პირიქით ახლა სჭირდება თქვენი დახმარება სმს-ების სახით, ნომერზე 95110 დიდი მადლობა!!!”