24 დეკემბერი, 2014

მარიამ როინიშვილი: “ჩვენ მხოლოდ ხალხი გვიმესიჯებდა!”

mariami4მომღერალი მარიამ როინიშვილი “ცეკვავენ ვარსკვლავებს” ნახევარფინალში გამოეთიშა. აუთსაიდერებში მისი და ლევან ახვლედიანისა და ზურა მანჯავიძისა და მზია ორველაშვილის წყვილი აღმოჩნდნენ. მაყურებლის გადაწყვეტილებით, პროექტი მარიამმა და ლევანმა დატოვა.

უკვე პროექტს მიღმა დარჩენილმა მომღერალმა თავის გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში ასე მიმართა:

არც კი ვიცი საიდან დავიწყო! ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ვიყავი, მართლა დაუვიწყარი პერიოდი იქნება ყოველთვის!
გადავხედე ჩვენს ცეკვებს, პირველი ტურიდან მოყოლებულს და გამახსენდა ყველა წუთი და წამი, რომელიც ერთად გამოვიარეთ ლევანმა და მე….

ლევან! პირველ რიგში, უბედნიერესი ვარ, რომ ესეთი პიროვნება მედგა გვერდით! კიდევ არ იცით, რა მაგარი შეგრძნებაა, როცა იცი, რომ გვერდით გყავს სამართლიანი და ღირსეული ადამიანი! ყოველთვის იყო დიდი საყრდენი და მე ბედნიერი ვარ, რომ უბრალოდ გაგიცანი… რაც შეეხება შენს პროფასიონალიზმს! ეს კიდევ ცალკე თემაა! რაც შენ ჩემთვის გააკეთე ამ თითქმის სამი თვის განმავლობაში, უბრალოდ არც კი ვიცი ამისთვის მადლობა როგორ უნდა გადაგიხადო… ერთი სიამოვნება იყო შენთან ცეკვა და იმედი მაქვს, ერთხელ ისევ ვიცეკვებ. დიდი მადლობა ლევან, გვერდში დგომისთვის, დიდი ყურადღებისთვის, თავდაუზოგავი შრომისთვის, მადლობა შენი პროფესიონალიზმისთვის! იქნებ შემდეგმა წყვილმა უფრო გაამართლოს და ფინალშიც მოხვდე, რადგან სჰენ ამას ყველაზე მეტად იმსახურებ! კიდევ ერთხელ მადლობა ჩემო საყვარელო ადამიანო და ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივი იყო შენს გვერდით დგომა!

რაც შეეხება ხალხს, რომელიც ასეთი დიდი სიყვარულით გვიხსენიებს მე და ლევანს, მართლა საოცარი შეგრძნებაა, როცა ამდენი ადამიანი, სხვადასხვა ასაკის, ყველა სიყვარულს გიხსნის და გეფერება, ეს გულის ამაჩუყებელია! დიდი მადლობა, ჩვენს გულშემატკივრებს სიყვარულისთვის და იმ ერთი სმსისთვის, რომელიც არ დაგენანათ და გამოგვიგზავნეთ.

რამდენიმე ადამიანსაც მინდა გადავუხადო მადლობა! ლაშა ჯოხაძე დიდი მადლობა ულამაზესი კოსტუმებისთვის და გულშემატკივრობისთვის, ლელა ფირცხალავა, გიორგი ცაავა დიდი მადლობა ფოტოებისთვის ჩემო საყვარელო, ნინუკა აბრამაშვილი, ანანო სამუშია დიდი მადლობა ჩემო საყვარლებო და კიდევ რამდენიმეს ვეტყოდი, თუმცა მგონი ფეისბუქში არ არიან ამიტომ დაგირეკავთ!

ეს კონკურსია და კონკურსში, ფინალში, ძლიერები რჩებიან! წარმატებებს ვუსურვებ ნოდიკოს და ზურას!

და ისევ დიდი მადლობა ხალხს! გუშინდელმა დღემ კიდევ უფრო დამარწმუნა იმაში, რომ ჩვენ მხოლოდ ხალხი გვიმესიჯებდა!”