1 დეკემბერი, 2014

“მანდარინები” ისევ გამარჯვებულია

1ზაზა ურუშაძის ფილმი “მანდარინები” ისევ გამარჯვებულია. ქართულ-ესტონური ნამუშევარი ეგვიპტეში საერთაშორისო კინოფესტივალზე დააჯილდოვეს. ფილმისთვის ეს უკვე 21-ე პრიზია.

ფილმის სიუჟეტი ვითარდება აფხაზეთის ომის პერიოდში, თუმცა ფილმში არ არის ასახული ომის სცენები. მასში მოთხრობილია აფხაზეთში მცხოვრები ესტონელების შესახებ. ომის დროს ესტონეთის ხელისუფლებამ აფხაზეთიდან იქ მცხოვრები ესტონელები გაიყვანა, მაგრამ რამდენიმე მათგანმა თავისი სურვილით არჩია აფხაზეთში დარჩენა. ფილმში აღწერილია ერთ-ერთი ესტონელის სახლში მოხვედრილი დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი ჯარისკაცების ურთიერთობა.

ზაზა ურუშაძემ ფილმი შარშან გადაიღო და მასში მონაწილეობენ მიხეილ მესხი, გიორგი ნაკაშიძე, ლემბიტ ულფსაკი და ელმო ნიუგანენი. მუსიკა ფილმისთვის ნიაზ დიასამიძემ დაწერა, საუნდტრეკად კი ზაზა ურუშაძია ნამუშევარში ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა ჟღერს. ფილმი გახდა ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის ორი ნომინაციის „საუკეთესო რეჟისურისა“ და „აუდიტორიის ჯილდოს“ გამარჯვებული. მან ასევე მიიღო ესტონეთის კინოჟურნალისტთა ჯილდო და მანჰაიმ-ჰაიდელბერგის საერთაშორისო კინოფესტივალის მაყურებეთლა პრიზი. მთლიანობაში ფილმმა 21 პრიზი დააგროვა. ამჟამად “მანდარინები” ესტონეთის მიერ ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაშია წარდგენილი.