20 დეკემბერი, 2014

მამულიჩა: “კომფორტს თუ შექმნი, რეგიონშიც წავა მომღერალი!”

mamulicha1ლელა წურწუმიას მეუღლე და მისი პროდიუსერი კახა მამულაშვილი, იგივე მამულიჩა ქართულ შოუბიზნესში პოლიტიკის ჩარევაზე მომზადებულ “რეაქციაში” სტუმრობისას აცხადებს, რომ თუ რეგიონებში კომფორტი იქნება, მომღერალი იქ უპრობლემოდ წავა:

მამულიჩა:

“ჩვენთვის ყველაზე შეურაცხმყოფელია იმ ქალბატონის განცხადება, თორემ დაგვიძახებდნენ თუ არ დაგვიძახებდნენ, დედას ვფიცავარ, ჩვენთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. არ ვართ ის ადამიანები, რომ ვინმეს სათხოვარი გავიხადოთ კონცერტში გამოვალთ თუ არა. როგორც მერიამ ჩაატარა თბილისობა, ლელა წურწუმიას არ დაუძახეს და არავის გაუგია არანაირი პრეტენზია. არ ვიცი რატომ არ დაუძახეს ლელას და არც გვიკითხია. კონცერტის ორგანიზაცია ურთულესი რამ არის. კულტურის სამინისტროდან დაგვირეკეს მერე, როცა უკვე ატყდა ეს ამბავი და გვითხრეს, იქნებ წახვიდეთ ერთ-ერთ ქალაქშიო. ავუხსენი ამ ქალბატონს, რომ თბილისში გვქონდა საღამოები და ფიზიკურად ვერ მოვასწრებდით იმ რეგიონიდან ჩამოსვლას. იქ უნდა წავსულიყავი, ერთი სიმღერა მემღერა და გამოვქცეულიყავი უკან და მერე თბილისში უნდა მიმეღო მონაწილეობა. რა არის იმაში ცუდი, რომ ამბიცია ჰქონდეს ჩამოყალიბებულ, კომერციულ მომღერალს, თბილისის მთავარ კონცერტში მონაწილეობის?! რეგიონში რომ მიდიხარ და მაგნიტოფონის დინამიკებს რომ გიდგავენ და იქ რომ უნდა იმღერო, ეგ არის კარგი? კომფორტს თუ შექმნი, რეგიონშიც წავა მომღერალი, მაგრამ იქ რომ მიდიხარ, რომ მღერი და არავის რომ არ ესმის შენი სიმღერა, მაგაზე რატომ არავინ ლაპარაკობს? კომპანია ისთერნპრომოუშენი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ ახალ წელს ის ორი ჯგუფი რომ ჩამოყავს, რომელიც მან და მისმა წრემ იცის მხოლოდ, ხომ შეიძლება ის ბიუჯეტი ქართველ მომღერლებზე გადანაწილდეს? ნანი ბრეგვაძე ხომ არის ჩვენი პრიმა? რატომ უნდა წავიდეს რეგიონში? არ აქვს პირობები ნანი ბრეგვაძეს, იმ ადამიანს უნდა ხარისხი, რომ დადგება, კარგად იმღეროს, კარგი გახმოვანება ჰქონდეს და კარგი აპარატურა. ეს არის მნიშვნელოვანი.”