10 დეკემბერი, 2014

ლეონარდო დიკაპრიომ აიწყვიტა

leo1ჰოლივუდის ერთ-ერთმა მომხიბვლელმა მსახიობმა ლეინარდო დიკაპრიომ საბოლოოდ აიწყვიტა.

მსახიობი მაიამიში ჩავიდა ცნობილი არტ ბაზრობის Art Bazel-ის მოსანახულებლად, თუმცა იქიდან საუს ბიჩის რაიონში მდებარე ერთ-ერთ კლუბში გადაინაცვლა, სადაც თავდავიწყებით გაერთო და კლუბიდან არც მეტი, არც ნაკლები 20 ლამაზმანის გარემოცვით გამოვიდა.

როგორც უცხოური გამოცემა New York Daily News წერს, ლეონარდომ საბოლოოდ აიწყვიტა და გადაწყვიტა, ბოლომდე დატკბეს ცხოვრებით და მისგან მხოლოდ საუკეთესო მიიღოს:

“ლეომ ერთდროულად 20 ულამაზესი გოგონა მოხიბლა. ის ჩემი კუმირია! ბარიდან რომ გამოვიდნენ, ყველა ერთმანეთზე უკეთესი გოგონა იყო. ისინი საკმაოდ ხმამაღლა იცინოდნენ და გაუკრვეველი მიმართულებით გაუჩინარდნენ,” – განუცხადა გამოცემას კლუბის დაცვის ერთ-ერთმა წევრმა.

ამით გამოცემა კიდევ ერთხელ ადასტურებს ინფორმაციას, რომ დიკაპრიო და Victoria’s Secret–ის მოდელი ტონი გარნი საბოლოოდ დაშორდნენ ერთმანეთს. ბოლოს ეს წყვილი ერთად ნიუ იორკში 3 სექტემბერს ნახეს.

ლეი და ტონი ერთმანეთს 2013 წლის ივლისიდან ხვდებოდნენ. რადგან მსახიობის ტრფობა მოდელებისადმი საქვეყნოდ არის ცნობილი, ტონის აფრთხილებდნენ, რომ მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ამის მიუხედავად, მოდელმა და მსახიობმა ერთად ცხოვრების გადაწყვეტილება მიიღეს. ტაბლოიდები ირწმუნებოდნენ, რომ მალე ამ წყვილის ქორწილსაც იხილავდა საზოგადოება, თუმცა ინფორმაცია არ გამართლდა და ისინი დაშორდნენ.

როგორც ამბობენ, წყვილმა საშინლად იჩხუბა. ტონიმ ლეოს სხვა მოდელებისადმი ფლირტი არ აპატია. მოდელებთან ურთიერთობა დიკაპრიოს არც თუ ისე სახარბიელოდ აქვს დაცლილი. მსახიობი ტრაგედიის მიზეზიც კი გახდა: გადაღებების გამო, სადაც ლეო მოდელ ქეთი კლირის ეხუტებოდა, ლამაზმანის ქმარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მიუხედავად იმისა, რომ არანაირ ღალატს ადგილი არ ჰქონია.

ამერიკელები ხუმრობენ, რომ დიკაპრიოს ქმრის ამპლუაში ხილვა ისეთივე რთულია, როგორც მისი ლოდინი კინოაკადემიის პრიზისა.