31 დეკემბერი, 2014

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: “გააქტიურდით!”

ss_nachp345საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2014 წლის ბოლო დღეს საგანგებო განცხადებას ავრცელებს და გამოთქვამს იმედს, რომ 2015 წელს საზოგადოების ჩართულობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის სფეროში, კიდევ უფრო აქტიური იქნება:

“მეგობრებო, ყველას ერთად და ცალცალკე უდიდეს მადლობას გიხდით გასული 2014 წლისთვის. გილოცავთ დამდეგ შობას და ახალ 2015 წელს. ჯანმრთელობას, სიყვარულს, წარმატებებს გისურვებთ და იმედი გვაქვს, 2015 წელს საზოგადოების ჩართულობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის სფეროში, კიდევ უფრო აქტიური იქნება…

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ერთი მხრივ, აგრძელებს ყველაზე რთულ მდგომარეობაში არსებული არქიტექტურული ძეგლების რეაბილიტაციას და კედლის მხატვრობის გამორჩეული ნიმუშების კონსერვაციას და მეორე მხრივ, დაწყებული აქვს ოთხი მასშტაბური პროექტი – მუცოს, დართლოს, ჩაჟაშისა და ვარძიის კომპლექსური გადარჩენა-განვითარება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მომავალი წლის დასაწყისში წარმოგიდგენთ 2014 წლის ანგარიშსა და 2015 წლის გეგმებს და კიდევ ერთხელ გილოცავთ კეთილი სურვილებით დამდეგს – ბედნიერება თქვენ და თქვენს ოჯახებს.”