1 დეკემბერი, 2014

“კომედი არხი” 2 წლისაა

6იუმორისტული არხი “კომედი არხი” პირველ დეკემბერს 2 წლის გახდა. არხი დააფუძნა სატელევიზიო კომპანია “რუსთავი 2”-მა, რომელიც დღემდე კომედი არხის მფლობელია. თავდაპირველად არხი დაარსდა 2011 წლის მარტში ახალი არხის სახელწოდებით, თუმცა მოგვიანებით 2012 წლის 1 დეკემბრიდან რეკონსტრუქციის შემდეგ არხი განახლდა და არხს შეეცვალა როგორც სახელი, ასევე ფორმატი.
არხმა ორწლიანი მუშაობის პერიოდში შექმნა გადაცემები “სოლოხუთეული”, “სიცილი.ჯი”, “ნიკა არაბიძის ანეკდოტები”, “ქეთი და კოტე”, “ბექაბაიტი”, “ქომედი ქიდს”, “სიცილის ზონა”, “კოქტეილი”, “პური ჭამა”, “ქლაბ შოუ”, “მახე” და “ფეის ნუკი”. მოგვიანებით კომედი ჯგუფის წევრებმა რიყის პარკში სადღესასწაულო ცენტრიც გახსნეს, სადაც კომედი შოუს წევრები ცენტრში მისული ბავშვების და არა მარტო ბავშვების გართობაზე ზრუნავენ.
როგორც კომედი არხის და კომედი ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ვახო ბიჭიკაშვილმა განაცხადა, ორი წლის იუბილე არხმა სიცილში, სიტკბოსა და მხიარულებაში აღნიშნა:

”დღეს ჩემი და თქვენი კომედი არხი 2 წლის გახდა, გილოცავთ! ბევრი სიცილი და სიყვარული თქვენ!”