27 დეკემბერი, 2014

კახის წმინდა გიორგის ტაძარი დახმარებას ითხოვს

kaxi6ისტორიულ ჰერეთში მდებარე ერთადერთი ქართული ტაძარი – კახის წმინდა გიორგის ტაძარი დახმარებას ითხოვს. განცხადებას არქიმანდრიტი დემეტრე ავრცელებს:

“კახის წმინდა გიორგის ტაძარს გაზის გადასახადი მოუვიდა 1400 მანათი, რომლის ნახევარიც უნდა დავფაროთ წლის ბოლოს. შეგახსენებთ, რომ ეს არის ერთადერთი ქართული ტაძარი უცხო მხარეში. თუ ვინმეს შეუძლია რომ გაუწიოს დახმარება ტაძარს, გთხოვთ მომწეროთ. ეს თანხა არის 3 წლის გადასახადი. გთხოვთ, შეეწიოთ კახის ქართულ ტაძარს და სულიერების კერას ისტორიულ ჰერეთში.”