20 დეკემბერი, 2014

ზურა ხაჩიძე: “7 წლის მანძილზე არავინ მოგვიკითხა!”

zura1ჯგუფ “ქუჩის ბიჭების” ერთ-ერთი წევრი ზურა ხაჩიძე ინგა გრიგოლიას გადაცემაში კოლეგების მიმართ უკმაყოფილებას არ მალავს და აცხადებს, რომ 7 წლის განმავლობაში მათთვის არავის დაურეკავს და არ მოუკითხავს:

ზურა ხაჩიძე:

– დღეს ნამდვილად არ ერევა პოლიტიკა შოუბიზნესში. ეს არაერთხელ დავინახე. ნიაზ დიასამიძე და 33 ა ღებულობდა მონაწილეობას მოედანზე პარაფირების კონცერტში. ეს ჯგუფი და ეს სოლისტი იყო მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი და არა მარტო ეს მომეღრალი, არამედ უამრავი მომღერალი. პრობლემა იცით რაშია? როცა შავი სია დგება, როცა რაღაც დგება, როცა 9 წლიანი მმართველობის დროს იყო პრობლემები, კითხვა ძალიან ბევრ მომღერალს უნდა დაესვა სხვა მომღერლებზე, ვინც არ ღებულობდნენ მონაწილეობას სხვადასხვა კონცერტებში თუ ღონისძიებებში. არა მარტო ამ სფეროში, იმ მმართველობამ გამოიწვია ის, რომ ყველა სფეროში პრობლემებია. ეს არის ძველი ინერციით წამოსული მანკიერი მხარე, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით. კითხვა ვინმემ დაუსვით ორგანიზატორებს სხვადასხვა ღონისძიებებში 7 წლის განმავლობაში, რატომ არ არის ქუჩის ბიჭებიო? დღეს ხომ ასე არ ხდება? ვინმე მეტყვის, რომ ასე ხდება? ეს გრძელდება დღეს? ეს დღეს არ გრძელდება. კარგი ნუ დასვამდით კითხვას, ტელეფონზე მაინც დაგერეკათ 7 წლის მანძილზე და გეკითხათ, როგორ ხართო. ხშირ შემთხვევაში ჩვენთვის დაურეკავთ კონცერტში მონაწილეობაზე და უარი გვითქვამს, იმიტომ რომ არ გვინდოდა იმ კონცერტებში მონაწილეობა. ხშირ შემთხვევაში შავი სიებიც ხომ იყო იმ დროს?”