13 დეკემბერი, 2014

ვინ გააპარტახა ქართული ფილმი?

qar1სააქციო საზოგადოება ქართული ფილმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი თამაზ ორაშვილი “ქართული ფილმის” ამჟამინდელი დირექტორს მის გაპარტახებაში ადანაშაულებს და ეკონომიკის სამინისტროსგან მოითხოვს, ამ თემას უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს:

“ის ვითომ “ნავაროჩენი” დირექტორი რომ დანიშნეთ “ქათულ ფილმში”, რომელმაც განვითარების მაგივრად გააპარტახა “ქართული ფილმი”. დღეს ის ხდება, რომ დარჩა 60 ადამიანი უმუშევარი. ჩააბარეთ არაფრისმაქნის ბორდს ქართული ფილმი და მერე დანიშნეთ უვიცი კომაროვ დამთავრებული დირექტორი. დიდი მადლობა ყველაფრისთვის თქვენმა სამინისტრომ დიდი პატივი სცა 100 წლის კინოსტუდია ქართულ ფილმს. ეხლა ვითომ ნანობთ და გინდათ თქვენი შეცდომა გამოასწოროთ, მაგასაც ვერ ბედავთ. ამიტომაც გემართებათ ის, რაც ქვეყანაში ხდება. ჩვენ სამართლიანობას ვითხოვთ და დააბრუნეთ წინა ხელისუფლების მიერ თაღლითურად წართმეული ჩვენი წილის 1/3.”

კუთვნილი წილის დაბრუნების მოთხოვნით, სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმის” მეანაბრეები უკვე წლებია უშედეგოდ ითხოვენ. მათ არაერთი გამაფრთხილებელი აქცია თუ შეხვედრა გამართეს იმ პირებთან, ვინც ამ პრობლემის გადაჭრაში უფლებამოსილია, თუმცა აქამდე სამართლიანობის ზეიმს ვერ მიაღწიეს.