23 დეკემბერი, 2014

ევროვიზიისთვის ხუთეული შერჩეულია

1ewroშესანიშნავი ხუთეული – საერთაშორისო ჟიურიმ ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის არჩევანი გააკეთა.

წელს პირველად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსზე მოიწვია საერთაშორისო ჟიური, რომლებსაც მუსიკალურ კონკურსებში, კონკრეტულად კი ევროვიზიის სიმღერის ფესტივალებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვთ.

შესანიშნავი ხუთეული ასე გამოიყურება: მიშა სულუხია, ნინა სუბლატი, ეთერ ბერიაშვილი, ჯგუფი “ნიუტონი” და ედვარდ მეისონი.

სიმღერებს მაყურებელი 31 დეკემბერს პირდაპირ ეთერში მოისმენს, პირველი იანვრიდან კი 14 დღის განმავლობაში პირველი არხის ეთერში ვიდეორგოლები დატრიალდება და მაყურებელს საშუალება ექნება სმს-ების საშუალებით ხმა მისცეს თავის რჩეულს. 14 იანვარს კი საუკეთესოს საუკეთესოთა შორის მაყურებელთან ერთად, საერთაშორისო ჟიური შეარჩევს.

შეგიძლიათ თქვენ რჩეულ კონკურსანტს დღეში გამოუგზავნოთ ერთი ნომრიდან ერთი სმს-ი, რომლის ღირებულებაც 50 თეთრი იქნება.

ეროვნული კონკურსის გამარჯვებული საქართველოს წარადგენს საიუბილეო, რიგით მე-60 ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ავსტრიაში.