7 დეკემბერი, 2014

დიმიტრი ხვთისიაშვილი: ნუ გვიყენებთ სკანდალებისთვის!

dima1თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი ჟურნალისტებს მიმართავს და სთხოვს, ნუ გამოიყენებენ მათ სკანდალის ასაგორებლად:

“ინტერნეტსივრცეში გაჟღერებული დაპირისპირების შესახებ მოზარდ მაყურებელთა თეატრსა და ფოლკლორის ცენტრს შორის საფუძველს მოკლებულია. შესაძლებელია მოხდა რაღაც შეუთანხმებლობა და არაკოორდინირებული მუშაობა, თუმცა მოზარდ მაყურებელთა თეატრს ფოლკლორის ცენტრისთვის არც ოფიციალური წერილით მიუმართავს და არც რაიმე ტიპის ხელშეკრულება გაუფორმებია მათთან გამოფენის გამართვასთან დაკავშირებით. სეირის მოყვარული მედიისაგან ატაცებული იქნა ცალკეული ადამიანების სოციალური ქსელის პირად გვერდზე მოთავსებული პირადი გამონათქვამები, თანაც ყოველგვარი ნებართვის გარეშე. ის რაც მედიაში გავრცელდა – თითქოს რაიმე სახის დაპირისპირება არსებობს ფოლკლორის ცენტრსა და ჩვენს თეატრს შორის უსაფუძვლოა. მოგიწოდებთ ნუ გამოიყენებთ ამ გაუგებრობას რაღაც სკანდალების ასაგორებლად. პატივისცემით თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი.”