20 დეკემბერი, 2014

დათო ხუჯაძე: “არავინ მირეკავს!”

dato1წლების წინ რუსეთში წასული ქართველი მომღერალი დათო ხუჯაძე ინგა გრიგოლიას ეთერში სტუმრობისას აცხადებს, რომ 10 წელია საქართველოში არ უმღერია და არც ახლა ურეკავენ კონცერტში მონაწილეობაზე:

დათო ხუჯაძე:

“10 წელია არ მიმღერია ამ ქვეყანაში, არავის დაურეკავს და არც ახლა არავინ არ რეკავს. ეს ჩემთვის პრობლემა არ არის. სხვა რამეშია პრობლემა. არ ვთვლი, რომ ეს მომღერლები რაღაცით არიან დაჩაგრული. ეს ხალხი უკვე შედგა, მათ აქვთ თავიანთი ყველაფერი, ეს იმ მხარის პრობლემაა, ვინც არ არის ამ საქმეში კომპეტენტური. მამღერებენ თუ არა, ეს მართლა არ არის ჩემთვის პრობლემა.”