20 დეკემბერი, 2014

დათო ფორჩხიძე: “ქართული შოუბიზნესი ერთნაირად ცუდია!”

da1მუსიკოსი დათო ფორჩხიძე ”რეაქციაში” ხმამაღლა აცხადებს, რომ საერთოდ არ აღელვებს სამთავრობო კონცერტები და მისთვის ქართული შოუბიზნესი ერთნაირად ცუდია:

“არ მინდა ვინმემ ჩემი სათქმელი თავის თავზე მიიღოს, მაგრამ ასეთი განცდა მაქვს, რომ სანამ მთავრობას ნებისმიერი ამომრჩეველი არ ეტყვის იმას, რომ ჩემი სადაზღვევო პოლისი, ჩემი პენსია და უამარვი ის საკითხი, რის გამოც ისინი აირჩიეს, მათ არ აინტერესებთ და მარტო დათო ფორჩხიძის ხმის გაგონება უნდათ ახალ წეოს, მანამდე არ მოვითხოვ, რომ კონცერტზე გამომიყვანონ ან არ გამომიყვანონ. ვთვლი, რომ ვინ მღერის კარგად და ვინ არა, მთავრობის გადასაწყვეტი არ არის, უმრავლესობა არ არის კომპეტენტური და ამას საერთოდ ყურადღებას არ ვაქცევ, ვერც ვნერვიულობ ამაზე. პირადად გამოვსულვარ ასეთი კონცერტებზე წინა ხელისუფლების დროსაც, არც მბლოკავენ, ისეთ უბედურ დღეში ვარ. დამსდევდა სტეფანე, გამოდი, გამოდიო, არ მინდა შემეშვი-მეთქი ვეუბნებოდი, მაგრამ ბოლოს მიანც გამომიყვანა. მერე 2013-შიც გამოვედი. ჩემთვის კოშმარული მოგონებაა ეს კონცერტები. მე მაქვს ისეთი კონცერტები ჩატარებული, სადაც 30.000 კაცი ჩემს დაწერილ სიმღერას მღეროდა, ის მენატრება, ამიტომ ჩემს თავს ასეთ გეგმებს ვუსახავ. ვისაც უხარია ამ კონცერტზე გამოსვლა, უნდა გამოვიდეს. ჩემს თავს აუცილებლად შევამოწმებ ოდესმე, დათო იქნება, მეც მოვინდომებ, გოგაც მოვა და ძველი “სახე” აღდგება, პრობლემა არ არის, მაგრამ სამთავრობო კონცერტებზე გამოსვლა საერთოდ არ არის ჩემთვის პრიორიტეტი. ცოტა გათამამებული ვარ ამ ბოლო დროს ეთერით და მესმის, რომ ხალხს ეთერი უნდა. შემოსავლის მხრივ ორი კონცერტი წელიწადში არაფერი არ არის. კიდევ კარგი, რომ კორპორაციულებიც ტარდება. ვინც ვერ გამოდის თბილისის კონცერტზე დაივიწყეთ, რომ ვინმე ვინმეს სჯობია. ქართული შოუბიზნესი ერთნაირად ცუდია, ამას უნდა შევეგუოთ, სიმღერებზე საერთოდ არავინ არაფერს ლაპარაკობს, რა კეთდება, როგორ კეთდება. სიმღერები რომ გაკეთდება, როგორც მოვიდა თავის დროზე მთათრობა ჩემთან, ლელასთან, ისევ მოცუნცულდებიან და ისევ დავჭირდებით. ვიღაცეები გამოიყვანეს, ახალგაზრდები, შეიძლება იმათ უხარიათ და ღმერთმა შეარგოთ!”